1 8 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული

 

Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატებით ხუთი მოდელი წარმოების პროცესშია.

 

Volvo Cars ინდუსტრიის ლიდერის პოზიციას ელექტრიფიკაციის სფეროში დიდი ხანია ინარჩუნებს, თუმცა კომპანიამ გადაწყვიტა, ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებით საკუთარი მიზნები მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად განაახლოს. Volvo Cars-ის გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის გლობალური გაყიდვების 90-100 % ელექტრიფიცირებული ავტომობილები  (სრულად ელექტრული და დატენადი Plug-in ჰიბრიდული მოდელები) იქნება, ანუ თითოეული ავტომანქანა ელექტროკაბელით აღიჭურვება. დანარჩენ 0-10%-ს კი მსუბუქი ჰიბრიდული (mild hybrid) მოდელების შეზღუდული რაოდენობა შეავსებს. ეს ცვლის კომპანიის აქამდე გაცხადებულ მიზანს, რომლის მიხედვითაც, 2030 წლისთვის მისი სამოდელო ხაზი სრულად ელექტრული უნდა გამხდარიყო.

 

2024 წლის მეორე კვარტალში Volvo Cars-ის სრულად ელექტრული ავტომანქანების წილი 26%-ს შეადგენდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პრემიუმ კლასის ანალოგებს შორის. ელექტრიფიცირებული მანქანების - ელექტრომობილებისა და დატენადი Plug-in ჰიბრიდების წილმა კი 48% შეადგინა.

 

 

Volvo Cars სრული ელექტრიფიკაციის მიზნის ერთგული რჩება, ხოლო კომპანიის გრძელვადიანი საინვესტიციო გეგმა და წარმოების სტრატეგია კვლავაც სრულად ელექტრომობილებზეა ფოკუსირებული. როგორც მოსალოდნელია, კომპანიის მიზნების დაკორექტირება არ მოახდენს მნიშვნელოვან გავლენას მისი კაპიტალური დანახარჯების გეგმებზე.

 

ჯიმ როუანი, Volvo Cars-ის აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ელექტრომობილები ჩვენი მომავალია. ის  უზრუნველყოფს მართვის შესანიშნავ გამოცდილებას და აფართოებს მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებს, რაც აძლიერებს მომხმარებლის საერთო შეგრძნებას. თუმცა, ცხადია, რომ ელექტრიფიკაციაზე გადასვლა არ იქნება თანმიმდევრული პროცესი. მომხმარებლები და ბაზრები გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ინტენსიურობით მიიღებენ. ჩვენი მიდგომა პრაგმატული და მოქნილია: ვინარჩუნებთ ავტოინდუსტრიის ლიდერის პოზიციას ელექტრიფიკაციისა და მდგრადობის მიმართულებით“.

 

მას შემდეგ, რაც კომპანიამ სრულად ელექტრული ავტომობილების წარმოება დააანონსა,   ხუთი სრულად ელექტრომოდელი წარმოადგინა ბაზარზე: EX40, EC40, EX30, და EX90. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, EX30 ამჟამად ყველაზე გაყიდვად ელექტრომობილებს შორის ევროპაში მესამე ადგილზეა.

 

ამავდროულად, დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარება მოსალოდნელზე ნელა მიმდინარეობს, ზოგიერთ ბაზარზე გაუქმდა სახელმწიფო შეღავათები და სუბსიდიები. აქედან გამომდინარე, Volvo Cars კვლავ მიიჩნევს, რომ ელექტრიფიკაციაზე გადასვლის მხარდასაჭერად აუცილებელია უფრო ძლიერი და მდგრადი სახელმწიფო პოლიტიკა.

 

რა ადგილი უჭირავს რუკაზე საქართველოს? გასულ წელს ქვეყანაში დარეგისტრირებული 1 680 000 ავტომობილიდან მხოლოდ 6 000-ია ელექტრიფიცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტრომობილები სრული ავტოპარკის მხოლოდ 0.35%-ს შეადგენენ. თუმცა პროცესის დინამიკა აჩვენებს, რომ პოზიტიური ცვლილებები სახეზეა.

 

ქვეყნის მასშტაბით ელექტროდამტენების ქსელის მოწყობის პროცესში აქტიურად მონაწილეობს „თეგეტა ჰოლდინგი“. ქვეყანაში ელექტრომობილების დასამუხტი დამატებით 70 სადგურის მოწყობის დასრულებას კომპანია 2025 წლის ბოლომდე გეგმავს.

 

---

შვედურ ავტომწარმოებელს საქართველოსთან ერთად კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში „ვოლვო ქარ კავკასია“ წარმოადგენს. „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. საერთაშორისო ბაზარზე, სხვა წარმომადგენლობებთან ერთად, „ვოლვო ქარ კავკასიაც“ სრულად მიჰყვება სკანდინავიური ბრენდის მიზნებსა და კონცეფციას. თბილისში არსებული მომსახურების ცენტრი პირველი ლოკაციაა კავკასიის რეგიონში, რომელიც VRE კონცეფციით შეიქმნა და იმ შოურუმების ანალოგია, რომლებიც ბრენდის სამშობლოში, შვედეთშია წარმოდგენილი. ახლად გახსნილი ცენტრის შენობის სახურავზე 693 პანელია დამონტაჟებული, რომლებიც ელექტროენერგიას მზის შუქზე გამოიმუშავებს. კომპანია მომხმარებელს Volvo Cars-ის სრულ სამოდელო რიგს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიითაც ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ კავკასია“ უზრუნველყოფს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...