2 3 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა აკადემია“ USAID-ის მხარდაჭერით დასავლეთ საქართველოში მასშტაბურ პროექტს იწყებს

 

„თეგეტა აკადემიამ“, შპს „ტრანსფორდთან“ (პეის ჯგუფი) პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით, მასშტაბური პროექტი წარადგინა. „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ფილიალში გამართულ ოფიციალურ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების  საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რობინ დანიგანმა, USAID-ის წარმომადგენლებმა, აჭარის მთავრობის წევრებმა.

პროექტის ფარგლებში, შპს „ტრანსფორდთან“ და USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ პარტნიორობით, „თეგეტა აკადემია“ ფოთში ახალ ფილიალს გახსნის, ხოლო ბათუმში უკვე არსებულს გააფართოებს. აღნიშნული პარტნიორობა ითვალისწინებს კავშირების გაძლიერებას პროფესიული უნარების სწავლებასა და მაღალანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობებს შორის, რაც  შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს  ეკონომიკის მდგრად განვითარებას.

პროექტის ჯამური ღირებულება 1,5 მილიონი დოლარია, სადაც 750 000 აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ინვესტიციაა.

ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „თეგეტა აკადემიასა“ და USAID-ს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. ბათუმსა და ფოთში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება აკადემიას საშუალებას მისცემს, რეგიონში არსებულ ბიზნესებზე მორგებული, მოთხოვნადი პროგრამები შეიმუშაოს და ადგილობრივ მოსახლეობას შესთავაზოს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დასავლეთ საქართველოში დასაქმებულთა კვალიფიკაციის გაზრდას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, ჯამში, 19 ახალი სასწავლო პროგრამის შექმნა. სპეცტექნიკის მიმართულებით აღსანიშნავია, რომ პროგრამა შემუშავდება JCB-სთან ერთად და პროგრამის  წარმატებულ კურსდამთავრებულებს „თეგეტა აკადემიაში“ JCB-ს მიერ აკრედიტებული მექანიკოსის სტატუსი მიენიჭებათ.

„თეგეტა აკადემიის“ ახალ ფილიალში კი, რომელიც ფოთში გაიხსნება, ფოკუსირებული ვიქნებით საპორტო და სამშენებლო ტექნიკის ოპერატორების მომზადების პროგრამებზე, რომლებიც  შპს „ტრანსფორდთან“ (პეის ჯგუფი) პარტნიორობით შეიქმნება. ასევე, შევიძენთ საპორტო ტექნიკის სიმულატორს. კურსდამთავრებულები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს მიიღებენ“.

ახალი პარტნიორობა ხელს შეუწყობს დეფიციტური და მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით მომზადება-გადამზადების პროგრამების შემუშავებასა და უმაღლესი დონის თეორიულ-პრაქტიკული სწავლების დანერგვას საავტომობილო, სამშენებლო და საპორტო ინდუსტრიების მიმართულებით. კერძოდ, შემუშავდება და განხორციელდება მომზადება-გადამზადების პროგრამები შემდეგი მიმართულებებით: მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მექანიკოსების მომზადება-გადამზადება; სპეცტექნიკის მექანიკოსების მომზადება-გადამზადება; საპორტო ტექნიკის ოპერატორების მომზადება-გადამზადება.

რობინ დანიგანი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი: „ჩვენ ვიწყებთ ახალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ახალი ფილიალის გახსნა ფოთში, ხოლო ბათუმში უკვე არსებულის გაფართოება. სასწავლო ცენტრი მოამზადებს და გადაამზადებს კადრებს საავტომობილო და სამშენებლო სექტორისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები პროექტისთვის 750 000 დოლარს გამოყოფს. პროექტი  მაღალანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობას შექმნის. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას“.

პროექტის ფარგლებში, ბათუმსა და ფოთში, სულ, 4 ახალი პრაქტიკული სასწავლო სივრცე შეიქმნება; 19 სასწავლო პროგრამა შემუშავდება და, ჯამში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში 300-ზე მეტი ადამიანი გადამზადდება. 2023 წელს, USAID-ის დახმარებით, „თეგეტა აკადემიამ“,  თავის პარტნიორებთან - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასა და Tegeta Construction Equipment-თან ერთად, შეიმუშავა და წარმატებით განახორციელა მომზადება-გადამზადების პროგრამები მძიმე ტექნიკის ოპერატორებისათვის.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია თეგეტა აკადემია არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით. „თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

 

შპს „ტრანსფორდი“ პეის ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2010 წელს შპს Pace International-ის (ნიუ-იორკში დაფუძნებული კომპანია) და შპს Pace Georgia-ს მიერ ტვირთის გადაზიდვის ოპერაციებისათვის ფოთის საზღვაო ნავსადგურში (ფოთის პორტი). შპს „ტრანსფორდი“’ ასევე ოპერირებს ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში, რომელიც „პეის ჯგუფისა“ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) ერთობლივი ძალისხმევით გაიხსნა. პეის ჯგუფში 1000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და საშუალო წლიური ტვირთბრუნვა 3.5 მილიონ ტონას აჭარბებს.  დამატებითი ინფორმაციისთვის: www.pace.ge

 

USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: 1992 წლიდან აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ამერიკელი ხალხი მხარს უჭერს საქართველოს თავისუფალი და განვითარებული დემოკრატიის მშენებლობაში.  USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება, ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გაუმჯობესება, მზარდი სოციალური ინტეგრაცია. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia

 

USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მიზნად ისახავს დამსაქმებლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის სტიმულირებას, კერძო სექტორთან თანამშრომლობით სატრენინგო პროგრამების შემუშავებას ეკონომიკის ზრდადი სექტორებისთვის, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობასა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას სამუშაოს მაძიებლებისთვის. აღნიშნული მიზნების მისაღწევად, პროგრამამ უკვე გააფორმა 60-ზე მეტი პარტნიორობა დამსაქმებლებთან, რომლებიც მოღვაწეობენ ტრანსპორტის, სამშენებლო, ლოჯისტიკის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ჯანდაცვის, სტუმარმასპინძლობის, მომსახურების და სხვა სწრაფად მზარდ სექტორებში. პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობების შედეგად,  შემუშავდება 200-ზე მეტი საგანმანათლებლო და გადამზადების  პროგრამა, ხოლო  8,000 პირი დაასრულებს მომზადება-გადამზადების პროგრამებს.  დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.facebook.com/USAIDSkillsProgram.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...