0 1 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზაზა სარალიძე შსს-სთან აქციას წყვეტს და ხელისუფლებას ერთკვირიან ვადას აძლევს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში აქციას წყვეტს და ხელისუფლებას ერთკვირიან ვადას აძლევს.

ზაზა სარალიძის გადაწყვეტილებით, გაუქმებულია დღეს საღამოს, 7 საათზე დაანონსებული აქციაც.

ამ შედეგით დასრულდა, დაახლოებით, 2-საათიანი შეხვედრა გახარიას უწყებაში. შინაგან საქმეთა მინისტრი აუდიენციას არ დასწრებია. ზაზა სარალიძეს, მის ადვოკატს და სახალხო დამცველს მისი მოადგილე და გენინსპექციის უფროსი შეხვდნენ.

მოკლული არასრულწლოვანის მამა დეტალებზე არ საუბრობს, მიიღო თუ არა მან მიხეილ კალანდიას დაკავების პირობა, თუმცა, ამბობს, რომ უწყება კვირის ბოლომდე კონკრეტულ რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს.

„განვიხილეთ მტკიცებულებების ერთობლიობა, შევჯერდით ერთ რამეზე, რომ კვირის ბოლომდე იქნება რადიკალური ნაბიჯები გადადგმული,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია კი აცხადებს, რომ ანალოგიური შეხვედრა უახლოეს დღეებში მთავარ პროკურატურაშიც შედგება, რადგან კალანდიას დაკავების გადაწყვეტილება სწორედ პროკურატურამ უნდა მიიღოს.

ზაზა სარალიძე შსს-თან მეორე დღეა, აქციას მართავს. ის პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, მიხეილ კალანდიას, დაკავებას ითხოვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები