0 2 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯებით, უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანს"- პრეზიდენტმა გამოსვლა პარლამენტში "ოცნების" კრიტიკით დაიწყო

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოდის.სალომე ზურაბიშვილმა თავისი გამოსვლა "ქართული ოცნების" მიმართ კრიტიკით დაიწყო.

"თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯებით, უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანს და ხალხის მანდატს. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, ევროპული საბჭოს უმაღლესი ხელმძღვანელის შეურაცხყოფა და მისი ჩართულობით შედგენილი დოკუმენტის ისე ანულირება, რომ არავინ ჩათვალა საჭიროდ თუნდაც მისი გაფრთხილება. იმავე წელს უარი ითქვა ევროკავშირის სესხზე. არასდროს აღარ დაამთავრეთ ანტიევროპული რიტორიკა, ჩვენი პარტნიორების დადანაშაულება და შეურაცხყოფა. ეს ყველაფერი კი, ბოლოს იმ ზომამდე მივიდა, რომ ევროკავშირის ყოფილი ელჩი ქვეყნიდან საყვედურებით და ბრალდებებით გავაცილეთ",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები