0 2 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

რაგბი, როგორც ცხოვრების წესი - 14 წლის ბიჭის ოვალური სამყარო

 

ზუგდიდში და-ძმასთან დედასთან, მამასთან და ბაბუასთან ერთად ცხოვრობს. უყვარს სპორტი და  გატაცებით ისმენდა ხოლმე ისტორიებს რაგბის კლუბ "სოხუმის“ შესახებ, რომელსაც ნათესავი ხშირად უყვებოდა. პატარა ზუკა გაგუამაც ოვალური ბურთის ჯადოსნურობა ირწმუნა და 4 წლის წინ კლუბში თავადაც ჩაეწერა. ახლა 14 წლისაა და ძირითად დროს მეორე ოჯახში - რაგბის კლუბ "სოხუმში“ ატარებს.

"აქ მარტო სავარჯიშოდ არ მოვდივართ. ვხალისობთ, ვერთობით და ხშირად კარგ საქმეებსაც ვაკეთებთ. მაგალითად,  ვასუფთავებთ ნაგვისგან ქალაქს. დავდივართ მდინარეზე, ვაწყობთ პიკნიკს, გასვლითი ღონისძიებები გვაქვს. თავიდან რომ შემოვედი ძალიან ცუდი პირობები იყო. გასახდელი ხის ტოტებისგან იყო მოწყობილი, საშინლად ციოდა. მერე სპონსორი გამოგვიჩნდა და გასახდელის აშენებაში ჩვენც ჩავერთეთ. ახალი ფორმებიც გვაქვს,  ინვენტარიც და ყველაფერი რაც გვჭირდება, უფრო კარგად რომ ვითამაშოთ.“

30-მდე მეგობართან ერთად ძირითად ენერგიას და დროს მოედანზე ხარჯავს. მისი მთავარი გატაცება რაგბია,  არა მხოლოდ როგორც სპორტის სახეობა, არამედ რაგბი, როგორც ცხოვრების წესი. ჯერ მხოლოდ 14 წლის არის, მაგრამ შრომის და თანადგომის ფასი უკვე კარგად იცის, რაც როგორც ამბობს, კლუბში ისწავლა.

"რაგბი გვეხმარება, რომ ადამიანებად ჩამოვყალიბდეთ, მომავალ ცხოვრებაში აუცილებლად გამომადგება იმიტომ, რომ რაგბი მასწავლის თუ როგორ უნდა დავიცვათ სუსტები, როგორ უნდა ამოვუდგეთ ჩვენს მეგობრებს მხარში და დავეხმაროთ სხვებს. აქ მარტო კი არ ვვარჯიშობთ და ვთამაშობთ - ცხოვრებას ვსწავლობთ“.

ბედნიერია იმიტომ, რომ სწორედ იქ მოხვდა, სადაც მომავალში საკუთარ თავს ყველაზე კარგად ხედავს. ზუსტად იცის რა უნდა. სწავლობს და შრომობს ძალიან ბევრს იმისთვის, რომ  დასახულ მიზანს მიაღწიოს და  ოცნება აიხდინოს. ოცნებებს და მიზნებს ერთმანეთისგან მიჯნავს თუმცა ორივეს  რაგბის უკავშირებს.

"სოხუმში“ თამაში ჩემთვის მოტივაციაა და დიდი პასუხისმგებლობაც. ძალიან მინდა, რომ ყველამ იამაყოს ჩვენი გუნდით. ჩემი ოცნებაა, რომ რაგბი ვითამაშო სოხუმში. ჩემი მიზანი კი დიდი რაგბის საფრანგეთში თამაშია. ამისთვის ძალიან ბევრს ვვარჯიშობ, ვშრომობ და ამის გარდა ბევრს ვმეცადინეობ. ვიცი, რომ ოცნებას ავიხდენ და მიზანს მივაღწევ“.

 

რაგბის კლუბი "სოხუმი“ 2016 წელს დაარსდა. ვარჯიში, ფორმა, კვება, ტრანსპორტირება, საჭირო ინვენტარი და ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის სხვა მნიშვნელოვანი აქტივობები გუნდის ყველა წევრისთვის უფასოა. კლუბისთვის საჭირო ფინანსების მოძიება დამფუძნებლებს წლების მანძილზე სხვადასხვა ხერხით უწევდათ - 30-ზე მეტი ბავშვით დაკომპლექტებული გუნდი შემოწირულობებით არსებობს. 2021 წლის აგვისტოდან „სოხუმის“ სპონსორი „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ გახდა, რომელიც კლუბის საჭიროებებზე მთელი წელი იზრუნებს და ყველა აქტივობაში აქტიურად იქნება ჩართული.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი ...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკლ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...