თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...
თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...
|
· ქუჩის ხელოვნების მოძრაობა ნიკო კალათბურთის სტადიონების მოხატვას აგრძელებს
· მეხუთე სტადიონი, რომელიც პროექტის ფარგლებში მოიხატება, გამოკითხვით შეირჩევა
· ხმის მიცემა artball.ge-ზე მიმდინარეობს და 22 ოქტომბერს დასრულდება
· ოთხი მოხატული სტადიონი 'ნიკოსგან' - RESPONSIBLE.GE-ს პროექტი გრძელდება
გამოკითხვაში, რომელიც artball.ge-ზე ტარდება და 22 ოქტომბერს დასრულდება, თბილისის ოთხი უბნის სტადიონი მონაწილეობს - დიდუბის (აგლაძის ქუჩა), გლდანის (V მიკრო), ისნის (ნაკადულის IV გასასვლელი) და ზღვის უბნის (X კვარტალი). ხმის მიცემა 24 საათში ერთხელ არის შესაძლებელი.
ქუჩის ხელოვნების მოძრაობა "ნიკო", რომელიც "ევროპაბეთის" პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმის Responsible.ge--ს პარტნიორია, კალათბურთის სტადიონების მოხატვას აგრძელებს. პროექტის მიზანი ქუჩის გალერეებისა და ახალი ღირსშესანიშნაობების შექმნის გარდა, უბნის სტადიონების გაცოცხლება და სამოყვარულო კალათბურთის პოპულარიზებაა.
თანამშრომლობის ფარგლებში, რომელშიც ცნობილი არტისტები მონაწილეობენ, ქუჩის ხელოვნებისა და სპორტის გამაერთიანებელი სივრცე ქვეყნის მასშტაბით ჯამში 5 მოედანი უნდა გახდეს. გიგანტური ნახატებით საქართველოს 3 ქალაქში - ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში უკვე დაიფარა 4 მოედანი. მეხუთე მოედნის ლოკაცია ხალხის აქტიურობაზეა დამოკიდებული
სტადიონი ვაზისუბანში (თბილისი)
სტადიონი ქუთაისში
სტადიონი ბათუმში
სტადიონი ვაჟა ფშაველაზე (თბილისი)
„მოძრაობა „ნიკოს“ სპეციფიკიდან გამომდინარე დაარსების დღიდან კარგად იცნობს საზოგადოება. ჩვენ არამარტო ვაფერადებთ ქალაქებს, არამედ ვქმნით ისეთ პლატფორმას, სადაც დამწყებ თუ გამოცდილ ხელოვანებს საშუალება აქვთ, წარმოაჩინონ თავიანთი ნამუშევრები და ამავე დროს ქალაქებს ახალ-ახალი ღირსშესანიშნაობები შემატონ. სპორტული სტადიონები სიახლეა ჩვენს პორტფოლიოში. აქამდე ჩვენი მხატვრების „ტილო“ მხოლოდ კედლები იყო და საკალათბურთო მოედანზე შესვლა ფრიად გვახარებს. ეს ერთის მხრივ ახალი გამოწვევაა არტისტებისთვის და ასევე დამატებითი საშუალება ჩვენთვის, რომ ხელი შევუწყოთ ქართული ქუჩის ხელოვნების პოპულარიზაციას მსოფლიო რუკაზე,“ - ამბობს მოძრაობა „ნიკოს“ დამფუძნებელი სანდრო კვანტალიანი.
"უკვე შემიძლია ვთქვა, რომ მოძრაობა 'ნიკოსთან' კოლაბორაცია წარმატებული გამოდგა, ქართველ და უცხოელ არტისტებთან თანამშრომლობა კარგი გამოცდილება იყო. დიდი მადლობა ორივე სანდროს, დანტეს, მანუელს, კერას, ყველა იმ ადამიანს, ვინც პროექტში იყო ჩართული. ქუჩის სტადიონების გაცოცხლების, სამოყვარულო კალათბურთის პოპულარიზაციის პარალელურად, პროექტის მიზანი ქალაქებში ახალი ღირსშესანიშნაობების შექმნა იყო, მიხარია, რომ მოლოდინი ორივე შემთხვევაში სრულად გამართლდა. პროექტი გრძელდება, დარწმუნებული ვარ ჩვენი კოლაბორაციის შედეგად განახლებული მეხუთე სტადიონიც, ისეთივე მოწონებას დაიმსახურებს, როგორც ეს წინა ოთხ შემთხვევაში მოხდა." - დიმიტრი ვაჩნაძე ევროპაბეთის მარეკეტინგსის დეპარტამენტის უფროსი
Responsible.ge "ევროპაბეთის" პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმაა. კომპანია პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვას ინდუსტრიაში 2019 წლის ბოლოდან ცდილობს. "ევროპაბეთის" პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა სამ მიმართულებას მოიცავს. ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია პროექტებს თითოეული მიმართულებით ახორციელებს.
თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...
უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალში სწრაფი სერვისები დაინერგა. ძრავის ზეთის, აკუმულატორის ან საბურავების შეცვლა ახლა უკვე 20 წუთშია შესაძლებელი. [I=1] ნიკა მაღრა...
იტალიური წარმოების Lamborghini, ლეგენდარული ბრიტანული Bentley და ჩინური პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr, - სამი ახალი ბრენდი პორტფელში და ბაზრის წილის ზრდა 30%-იან ნიშნულზე - „...
თუ ხარ მოსწავლე ან სტუდენტი და გინდა, დაზოგო თანხა და დამოუკიდებლად მართო შენი ფინანსები, მაშინ თიბისის მუდმივი შეთავაზებები, სწორედ, შენთვისაა. მუდმივი შეთავაზებები თიბისის ინიციატივაა, რომელიც კომ...
თიბისი ჯგუფის წარმატების ისტორია მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის სასწავლო მასალად იქნება გამოყენებული. Case study-ში, რომელიც ცნობილმა საერთაშორისო ბიზნესსკოლამ, IMD გამოაქვეყნა...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები