თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
საქართველოს ბანკისა და ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაცია Globalize-ის პარტნიორობით, სან-ფრანცისკოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია წარმატებით დასრულდა.
Globalize Silicon Valley Conference-ის ფარგლებში ერთმანეთს ამერიკაში მცხოვრები წარმატებული ქართველი ინვესტორები და სტარტაპები, ტექნოლოგიებში მოღვაწე პროფესიონალები და მოწვეული სპიკერები შეხვდნენ. მათ დამსწრეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ქართული სტარტაპებისთვის ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ასევე, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: სტარტაპ ეკოსისტემა საქართველოში, ქალების როლი ტექნოლოგიების განვითარების პროცესში და სხვა.
სპიკერებს შორის წარმოდგენილი იყვნენ: ანტრეპრენერი და ინვესტორი - ზაზა ფაჩულია, „Singular“-ის დამფუძნებელი - გიორგი შამუგია, „ალტე უნივერსიტეტის“ ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი - ნანა დიხამინჯია, „Catapult Ventures“-ის მმართველი პარტნიორი - ჯონათან თაუერი, „Pulsar AI“-ის თანადამფუძნებელი - დაჩი ჭოლაძე და სხვა.
მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიების ფარგლებში ქართულმა სტარტაპებმა თავიანთი კომპანიები დამსწრეებს, მათ შორის, საინვესტიციო ჯგუფებს წარუდგინეს.
„Globalize-ი 5,000-მდე წარმატებულ ქართველს აერთიანებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქმიანობენ. ჩვენ მათ ვაცნობთ ერთმანეთს, ქართულ სტარტაპებსა და ექსპორტიორებს. ამასთან, ვცდილობთ წარმატებული ქართველები დავაკავშიროთ სტარტაპებს იმისთვის, რომ მათ გამოცდილება გააზიარონ და ახალბედა ანტრეპრენერებს რეკომენდაციები მისცენ. Globalize-ის პირველმა კონფერენციამ წარმატებით ჩაიარა; იმ ქართული სტარტაპების შესახებ, რომლებიც კონფერენციაზე იღებდნენ მონაწილეობას, უკვე არაერთმა საინვესტიციო ჯგუფმა გაიგო. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია“, - აცხადებს Globalize-ის დამფუძნებელი და აღამასრულებელი დირექტორი, სალომე კუკავა.
„მოხარული ვართ, რომ სილიკონ ველიზე ჩვენი პარტნიორის, Globalize-ის პირველი საერთაშორისო კონფერენცია წარმატებით შედგა. ღონისძიების მთავარ მიზანს წარმატებული პროფესიონალების გაერთიანება, ინვესტორების, გამოცდილი სპიკერებისა და ქართული სტარტაპების ერთმანეთთან დაკავშირება წარმოადგენდა. ღონისძიების ფარგლებში საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფებმა უკვე გაიცნეს ქართული სტარტაპები. ვფიქრობთ, ეს ახალი და საინტერესო თანამშრომლობების მხოლოდ დასაწყისია. საქართველოს ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რათა მეტმა ქართულმა კომპანიამ შეძლოს განვითარება, მასშტაბირება და ახალი შესაძლებლობების ათვისება გლობალურ ბაზრებზე“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელმა, ლევან გომშიაშვილმა.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები