თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
საქართველოს ეროვნულ პავილიონს ვენეციის 59-ე საერთაშორისო გამოფენაზე პროექტი „მე ვწუხვარ ბაღზე“ თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წარადგენს,
„მე ვწუხვარ ბაღზე“ თბილისში მცხოვრები და მომუშავე მხატვრების, მარიამ ნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის ნამუშევარია.
ის მოგვითხრობს დასასრულის წინათგრძნობაზე. დიდი ზომის ვიდეო ინსტალაციის და VR გამოცდილების საშულებით მნახველს
ანთროპოცენის ეპოქის მაგიურ რეალიზმში იწვევს. ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტების მოსალოდნელ ცვლილებებს მხატვრები
ვირტუალური რეალობის ენაზე თარგმნიან, მედიუმის, რომელშიც ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობენ.
VR გამოცდილების ცენტრალური სცენა გადაშენებული მცენარეების ბაღია. ვირტუალური ბაღი - ადამიანის ჩარევის შედეგად გამქრალ
მცენარეებს აერთიანებს. აჩრდილების ბაღი, ეკოლოგიური კრიზისი, როგორც დასასრულის ერთ-ერთი ნიშანი. უკანასკნელ 250 წელიწადში დედამიწაზე, სხვადასხვა ადგილებში, 600-მდე მცენარე გაქრა.
ვიდეო ნამუშევარში ვიზუალური რიგითობა წინასწარ განსაზღვრული არ არის და თვითგენერირებადია. ვიდეო-თამაშის პლატფორმაზე აწყობილი VR გამოცდილება ინტერაქციულია. “მე ვწუხვარ ბაღზე” მაყურებელს თხრობის მითო-პოეტური ფორმებით მოდელირებულ იმერსიულ გარემოში აქცევს. ეს არის პოეტური ნაწარმოები, რომელიც ტექნოლოგიური ეპოქით
განპირობებული ახალი სურეალიზმის ენით დასასრულსა და დასაწყისზე გვესაუბრება.
პროექტის, “მე ვწუხვარ ბაღზე” წარმდგენი პლატფორმაა „მდგომარეობებს შორის”, მისი დამფუძნებლების: ვატო ურუშაძის, ხატია ჭოხონელიძის
და გიორგი სპანდერაშვილის კურატორობით. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ პროექტს კურატორობას უწევს პლატფორმა, კურატორების
ერთობა და არა ცალკეული კურატორი, როგორც აქამდე იყო მიღებული. „მდგომარეობებს შორის” - მულტიმედია სახელოვნებო პრაქტიკებზე დაფუძნებული დამოუკიდებელი პლატფორმაა, რომელიც მედია-ხელოვნებას, ტექნოლოგიებს, მეცნიერებას და თანამედროვე კულტურის სხვა სინთეზურ მოცემულობებს აერთიანებს. პლატფორმის
ფუნქციონირების მთავარ პრინციპს კომპლექსური კურატორული მიდგომა წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს ახალი
გამომსახველობითი
და რეპრეზენტაციული ფორმების კვლევას. “მდგომარეობებს შორის” 2018 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ ყოველწლიურად მართავს ფართო მასშტაბის გამოფენებს, რითაც ხელს უწყობს საქართველოში
ახალი მედია-ხელოვნების განვითარებისთვის კონტექსტის შექმნას www.inbetween.media.
ექსპოზიციის დიზაინისა და არქიტექტურის მიმართულებით პროექტის გუნდი თანამშრომლობს კომპანიაა raumlaborberlin-თან, რომელიც მრავალი საერთაშორისო პრიზის, მათ შორის, 2021 წლის ვენეციის არქიტექტურის ბიენალეს ოქროს ლომის მფლობელია.
საქართველოს ეროვნული პავილიონი საგამოფენო სივრცეში (Spazio Punch) კუნძულ ჯუდეკაზე, დამთვალიერებელს 2022 წლის 23 აპრილიდან 27 ნოემბრამდე უმასპინძლებს.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები