თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
სასტუმრო ბილტმორში საბანკო სექტორის წარმომადგენელთა ფორუმი - The Future of Banking გაიმართა, რომლის ორგანიზატორი ინგლისურენოვანი გამოცემა The FINANCIAL-ი იყო, ხოლო მხარდამჭერი - თიბისი. ფორუმის განხორციელებაში აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს საბანკო ასოციაცია.
ფორუმი საქართველოს საბანკო სექტორში მიმდინარე სიახლეებს, ქართული ბანკების საერთაშორისო რეიტინგებს, ბაზრის ანალიზსა და პერსპექტივებს მიეძღვნა. ფორუმზე ისაუბრეს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საქართველოს საბანკო ასოციაციის თავმჯდომარემ და სხვებმა.
თიბისი ფორუმზე წარმოდგენილი იყო ორ საპანელო დისკუსიაში, რომლებზეც ციფრული ბანკინგის და ფინტეკების მომავალზე იმსჯელეს. თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ თორნიკე გოგიჩაიშვილმა თიბისის ციფრულ ტრანსფორმაციაზე და გაციფრულების მიმართულებით ბოლო 10 წელიწადში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
„თანამედროვე ტექნოლოგიებმა საშუალება მოგვცა სრულიად ახალი რეალობის მოწმენი გავხდეთ. დღეს, ციფრული ბანკი ხდება ბიზნესის კეთების, გადახდების და მომხმარებლისათვის სერვისებისა და პროდუქტების მიწოდების დომინანტური გზა როგორც საქართველოში, ისე დანარჩენ განვითარებულ მსოფლიოში. თანამედროვე პრაქტიკაში საცალო სეგმენტისა და ციფრული ბანკინგის ერთმანეთისგან განცალკავებულად განხილვა შეუძლებელია. დღეისათვის, თიბისიში ტრანზაქციების 99 % ციფრულად, ხოლო 1 % ფიზიკური გზით ხორციელდება“, - თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე
საბანკო ინდუსტრიაში ფინტეკების როლზე და პერსპექტივებზე ისაუბრა თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ქურდიანმა, რომელმაც უზბეკეთში თიბისის მთლიანად ციფრული ბანკის საქმიანობა მიმოიხილა.
„საქართველო შეიძლება იყოს ძალიან კარგი ჰაბი, იმისთვის, რომ აქ შეიქმნას ფინანსური ტექნოლოგიები და შემდეგ მოხდეს მისი ექსპორტი. ამის მაგალითია თიბისის მიერ შექმნილი პლატფორმა Space, რომელიც უკვე ორ ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს. სწორედ Space-მა მოგვცა საშუალება აგვემუშავებინა პირველი, ქართული, ციფრული ბანკი უზბეკეთში, რომელსაც უკვე მილიონ ნახევარი მომხმარებელი ჰყავს,“ - ნიკა ქურდიანი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
საბანკო ფორუმს გაზეთ The FINANCIAL-ის სპეციალური ნომერი მიეძღვნება, სადაც დაინტერესებული პირები დეტალურად გაეცნობიან ფორუმზე განხილულ საკითხებს.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები