თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსგან (JICA) 200 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა. ხუთ წლიანი ხელშეკრულების ფარგლებში მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის შესაძლებლობას იძლევა. მათ შორის, მიზნად ისახავს ქალების ხელმძღვანელობის ქვეშ ოპერირებადი საწარმოების ფინანსურ რესურსებზე წვდომის მხარდაჭერასა და პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური გამოწვევების დაძლევას. რესურსის ნაწილი ასევე ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივ ვალუტაში, და შესაძლებელს გახდის საკმაოდ მოთხოვნადი გრძელვადიანი ადგილობრივი ვალუტით დაფინანსებაზე წვდომის გაზრდას.
გარდა ამისა, ADB-ის მიერ გამოყოფილი ტექნიკური მხარდაჭერის რესურსი მიმართული იქნება ქალების ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ზრდის მხარდასაჭერად, და მოხმარდება გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებას.
„მოხარული ვართ, რომ ADB-ისა და JICA-სთან წარმატებული პარტნიორობით, გვეძლევა შესაძლებლობა გავაგრძელოთ საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის გრძელვადიანი დაფინანსება. ეს ჩვენი პირველი თანამშრომლობაა JICA-სთან და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ვართ პირველი პარტნიორები საქართველოდან, მათი კერძო სექტორის ინვესტიციებისა და ფინანსირების (PSIF) სქემის ფარგლებში, 2012 წელს მისი ხელახალი ამოქმედების შემდეგ. მინდა მადლობა გადავუხადო ADB-ის და JICA-ს და ვიმედოვნებ, მომავალში კიდევ უფრო გავაძლიერებთ თანამშრომლობას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ფინანსების მიმართულებით, სულხან გვალიამ.
„ADB ყოველთვის ცდილობს ითანამშრომლოს წამყვან პარტნიორებთან, რომელთა მიზნებიც ემთხვევა ADB-ის მიზნებს. ამ შემთხვევაში, ორივე მხარე იზიარებს მეტი ფინანსური ინკლუზიის მიღწევის, გენდერული თანასწორობის, სამუშაო ადგილების შექმნისა და ხელმისაწვდომ ფინანსურ სერვისებზე წვდომის მიზნებს. ეს პროექტიც სწორედ აღნიშნული ხელშეწყობების განხორციელებას ემსახურება“, - განაცხადა ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციებისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის ვიცე-პრეზიდენტმა, აშოკ ლავასამ.
„მოზიდული რესურსი ხელს შეუწყობს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მდგრად ეკონომიკურ ზრდას და ქალთა სოციალურ წარმატებას საქართველოში, ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით“, - განაცხადა JICA-ს კერძო სექტორის პარტნიორობისა და ფინანსური დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, შოჰეი ჰარამ.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები