თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
|
საქართველოს ბანკი პროექტ „მომავლის პროფესიების“ ფარგლებში იმ ადამიანების მხარდაჭერას აგრძელებს, რომლებსაც პანდემიის პერიოდში შეცვლილი რეალობისა და დიდი გამოწვევების საპასუხოდ, საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა სურს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი კარიერულ განვითარებასა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული YouTube არხის – Fennec Tech Studio-ს მხარდამჭერი რამდენიმე თვის წინ გახდა. პარტნიორობის შედეგად YouTube არხმა უკვე შთამბეჭდავ შედეგს მიაღწია. ვიდეოების ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://www.youtube.com/c/FennecTechStudio
„მომავლის პროფესიებისა და კარიერული განვითარების კუთხით უკვე მომზადდა 29 YouTube ვიდეო, ჩატარდა 4 facebook live. YouTube არხის გამომწერთა რიცხვმა 6000-ს გადააჭარბა. Tik Tok- ზე ნახვების რაოდენობა კი უკვე გასცდა მილიონს. დღეს ახალგაზრდები ინფორმაციას ძირითადად ისეთი პლატფორმებიდან იღებენ, როგორიცაა YouTube-ი და Tik Tok-ი. რა ისწავლონ, რა არ ისწავლონ, რა ჩაიცვან, სად დაისვენონ − მსგავს გადაწყვეტილებებზე ზეგავლენას სწორედ სოციალური ქსელები ახდენენ. წლების მანძილზე დაკვირვების შედეგად მივხვდი, ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები ტექნოლოგიებსა და მომავლის პროფესიებზე სოციალურ ქსელებში საკმარისად არ ვსაუბრობდით. სწორედ აქედან დაიბადა Fennec Tech Studio-ს იდეა. მე და ჩემმა მეგობარმა, ბილლიმ, ჩვენი რესურსები გავაერთიანეთ და YouTube არხი შევქმენით. დავუძახეთ მეგობრებს სხვადასხვა ტექნოლოგიური პროფესიებიდან და დავიწყეთ ვიდეოების ჩაწერა, სადაც მარტივად, ახალგაზრდებისთვის გასაგებ ენაზე ვხსნით როგორ შეიძლება გახდე დეველოპერი, ტესტერი, ინჟინერი და ა.შ. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის დაწყებიდან სულ რამდენიმე თვეში ჩვენს ვიდეოებს უკვე 143 000 ნახვა აქვს. მოხარული ვარ, რომ ასეთი ინტერესი გამოვიწვიეთ, რაც იმას ნიშნავს რომ სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს აინტერესებთ ტექნოლოგიების შესწავლა და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ კიდევ უფრო სასარგებლო ვიდეოების შექმნას“,- ამბობს YouTube არხის შემქმნელი- მარიამ გაგუა.
„ზოგადად, ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება დასაქმების ხელშეწყობაა. საბოლოო ჯამში, მივედით იმ რეალობამდე, რომ შრომის ბაზარი ძალიან სწრაფად იზრდება და ბოლო პერიოდში პროფესიები ძირითადად ტექნოლოგიების მიმართულებით გამოჩნდა. მომავლის პროფესიების პროექტმა შესაძლებლობა მოგვცა, კვლევების საფუძველზე ის აქტუალური პროფესიები გვეპოვნა, რომელიც დღეს და ხვალ ბაზარზე კიდევ უფრო მეტად მოთხოვნადი იქნება. ასეთია ტექნოლოგიების და ციფრული მიმართულებით პროფესიები. მოხარული ვართ რომ Fennec Tech Studio-სთან პარტნიორობით კიდევ უფრო მეტმა მოსწავლემ, სტუდენტმა, უბრალოდ დაინტერესებულმა პირმა მიიღო ინფორმაცია მომავლის, ტექნოლოგიურ პროფესიებზე“,- განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ჯერ კიდევ გასულ წელს, საქართველოს ბანკმა წამყვან საკონსულტაციო და რეკრუტინგულ კომპანია ინსორსთან თანამშრომლობით პროექტ – „მომავლის პროფესიების“ განხორციელება დაიწყო. მიზანი შრომის ბაზრის ცვლილებებზე ცნობადობის ზრდა, ახალი პროფესიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ადამიანების პროფესიული მხარდაჭერაა.
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
მოემზადე და მოდი სტადიონზე საგულშემატკივროდ. 2025 წელს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩით იწყებენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ა ჯგუფში შვეიცარია იქნება, რომელიც რაგბი ევროპის ჩე...
· მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ უმაღლესი A კატეგორია მიენიჭა · &...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები