„თეგეტას“ თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტ...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
|
„ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპი“ 10 ჰექტარ ტერიტორიაზე რეგიონში პირველი - ქალაქის ტიპის „აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობის პირველ ფაზას 2022 წელს დაასრულებს. კომპანია „დომუსი“ აღნიშნულ პროექტში, თიბისის მხარდაჭერით, 70 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
„აუთლეტ ვილიჯის“ პროექტის პრეზენტაციას საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„აუთლეტ ვილიჯისთვის“ 22 000 კვ.მ ფართობის კომერციული სივრცე აშენდება, სადაც 120 საერთაშორისო ბრენდის მაღაზია განთავსდება. სავაჭრო სივრცის მენეჯმენტს მსოფლიოში მოწინავე ამერიკული აუთლეტ მენეჯმენტ კომპანია „TORG“ განახორციელებს.
„აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობის პროცესში 500 სამუშაო ადგილი შეიქმნება. სავაჭრო სივრცის სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ კი 2000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. აუთლეტის წლიური ბრუნვა ათეულობით მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ქვეყნის ბიუჯეტის ზრდას შეუწყობს ხელს.
„აუთლეტ ვილიჯის“ არქტიტექტურული კონცეფციის მიხედვით, ყველა შენობას განსხვავებული ფასადი ექნება, სადაც ქართული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი დეკორატიული ელემენტები იქნება გამოყენებული.
ტერიტორიაზე განთავსებული ერთმანეთისგან განსხვავებული კულინარიული კონცეფციის კვების ობიექტები ვიზიტორებს უნიკალურ გასტრონომიულ გამოცდილებას შესთავაზებს. ქართული მეღვინეობის კულტურის პოპულარიზაციის მიზნით ადგილზე ღვინის ბარის გახსნაც იგეგმება.
„აუთლეტ ვილიჯი“ თიბისისა და კომპანია „დომუსის“ წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. თიბისი, როგორც ვაჭრობის ასევე უძრავი ქონების სექტორების N1 მხარდამჭერი, თბილისში მოქმედ ყველა მსხვილ სავაჭრო ცენტრთან თანამშრომლობს.
თიბისიში, სხვა სექტორების მსგავსად, დეველოპერულ სექტორსაც პროფესიონალების გამოცდილი გუნდი ემუშავება, რომლის წევრებიც სფეროს ექსპერტები არიან და ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, კვალიფიციური მრჩევლის ფუნქციასაც ითავსებენ. კომპანიაში, დეველოპერული და უძრავი ქონების კომპანიების მხარდასაჭერად ერთიანი ეკოსისტემა მოქმედებს, რომელიც გულისხმობს სრულ ჯაჭვს მშენებლობის დაფინანსებიდან, მონიტორინგისა და კონსულტაციების გავლით - გაყიდვებამდე, რაც დაფინანსების ინსტურმენტებს, საკომუნიკაციო მხარდაჭერასა და სხვადასხვა სახის შეთავაზებებს აერთიანებს.
„აუთლეტ ვილიჯის“ მისამართია: თბილისის შემოვლითი გზა M2FC+4F, გამარჯვება; ე.წ. გეზის მიმდებარე ტერიტორია.
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
თუ ხარ 9-12 კლასის მოსწავლე და შენთვის ახლის შემეცნება, განვითარება და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალების მიღწევა პრიორიტეტია, მაშინ 24 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი თიბისი ტექსკოლის უფასო კურსებზე. თ...
მოცემულ პუბლიკაციაში თიბისი კაპიტალი წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორების მიმოხილვას აჯამებს, რაზეც, ბოლო პუბლიკაციებშიც იყო ყურადღება გამახვილებული. ია...
22 და 23 მარტს, თუ ზუგდიდი მოლს ეწვევით, შეძლებთ ისარგებლოთ თიბისის ქეშბექ შეთავაზებით და ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, დაიბ...
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის გათამაშება დომინანტური უპირატესობით მოიგო. ზედიზედ 8 წელია, ბორჯღალოსნები კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან არ ჩამოსულან ...
თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და ამჯერად თიბისი IT აკადემია, ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები