Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...
ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...
|
ანდე მანქანა პროფესიონალებს და გამართე მარტივად - თეგეტას ციფრული და დისტანციური სერვისები
„ზეთი მაქვს შესაცვლელი, მაგრამ ვერ მოვიცალე“; „მანქანა დიდი ხანია, არ შემიმოწმებია, დრო არ მაქვს“; „ხელოსნებს არასდროს სცალიათ, რამდენჯერაც მივედი, ყოველთვის დაკავებულები არიან...“ ეს ან სხვა მსგავსი წინადადებები მძღოლებისთვის უცხო უნდა გახდეს. ავტომობილთან დაკავშირებული ნებისმიერი დაგეგმილი თუ დაუგეგმავი სერვისი მისი მფლობელისთვის უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული. სწორედ ეს იყო „თეგეტა მოტორსის“ მენეჯერების მისია, როცა მათ ციფრული და დისტანციური სერვისების გამართვაზე მუშაობა დაიწყეს.
შედეგად, შეიქმნა სერვისი, რომლითაც მძღოლი ავტომობილთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემას მარტივად გადაჭრის ისეთ მულტიფუნქციურ კომპანიაში, როგორიც ქართული საავტომობილო ბაზრის ლიდერი „თეგეტა მოტორსია“.
დროის დაზოგვა, რიგში დგომის თავიდან აცილება და ავტომობილის მარტივად გამართვა - ეს არის „თეგეტას“ ციფრული სერვისით სარგებლობის უმთავრესი უპირატესობები. ვიზიტს დაჯავშნით ონლაინ, ნახავთ და გააკონტროლებთ საკუთარი მანქანის ისტორიას, დისტანციურად შეიძენთ ნაწილებს, ზეთებს, აქსესუარებს და ა.შ. მიიღებთ შენაძენს მთელი საქართველოს მასშტაბით და თუკი ამ ყველაფრისთვის არ გცალიათ, გამოიძახებთ პერსონალურ მენეჯერს და თქვენს მანქანას პროფესიონალებს მიანდობთ.
"თეგეტას" ონლაინ მაღაზიაში (tegetashop.ge) 100 000-მდე დასახელების პროდუქტი შეგიძლია შეარჩიოთ და ისარგებლოთ სპეციალური შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით, შეძენილი პროდუქცია კი თქვენთვის სასურველი ფილიალიდან გაიტანოთ, ან მიიღოთ მისამართზე, მთელი საქართველოს მასშტაბით. თუ ნაწილი სასწრაფოდ გჭირდებათ და თბილისში ხართ, შეგიძლიათ ისარგებლოთ ექსპრეს-მიტანის სერვისით და შეკვეთას 1 საათის განმავლობაში მიიღებთ.
საჭიროების შემთხვევაში, "თეგეტას" ონლაინ მაღაზიაში შენაძენის გაკეთებაში ქოლცენტრის ან ონლაინ ჩატის ოპერატორები დაგეხმარებიან. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომელი ნაწილი თუ საპოხი მასალა გჭირდებათ, „თეგეტა მოტორსის“ კვალიფიციური კონსულტანტები ონლაინ გაგიწევენ კონსულტაციას. კიდევ უფრო მარტივად: თუ თქვენ თეგეტას მომხმარებელი ხართ, შეგიძლიათ ეწვიოთ პორტალს mycarhistory.tegetamotors.ge-ს და ნახოთ თქვენი მანქანის ისტორია, სადაც დეტალურადაა მოცემული, რა სერვისები და პროდუქტები გაქვთ მიღებული „თეგეტაში“ და სწორედ ისტორიის შესაბამისად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი ონლაინ.
კიდევ უფრო მეტი კომფორტისა და სერვისის გამარტივებისთვის „თეგეტა“ გთავაზობთ Online რეზერვაციას - პორტალის საშუალების შეგიძლიათ, ონლაინ დაჯავშნოთ სერვისი და მიიღოთ მომსახურება რიგში დგომის გარეშე. რეზერვაციის პროცედურა ძალიან მარტივია: თქვენ რამდენიმე წუთში შეძლებთ, ჩაეწეროთ მისაღებ დროს, სასურველ ფილიალში და მიიღოთ მომსახურება. ამ სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ (reservation.tegetamotors.ge), ასევე „თეგეტას“ ცხელი ხაზის მეშვეობით (032) 226 44 44). ონლაინ რეზერვაციით სარგებლობა ამ ეტაპზე შესაძლებელია თბილისის, ბათუმის და ქუთაისის ფილიალებში.
თუ ავტომობილი მოულოდნელად გაგიფუჭდათ, ან სახლიდან გასვლის გარეშე გსურთ მისი შეკეთება, "თეგეტა" ამ დროსაც მარტივ სერვისს გთავაზობთ. შეგიძლიათ, გამოიძახოთ პერსონალური მენეჯერი და ისარგებლოთ სხვადასხვა სახის მომსახურებით დისტანციურად. „თეგეტა მოტორსის“ მენეჯერი ავტომობილს ან ადგილზევე შეგიკეთებთ, ან წაიყვანს სერვისცენტრში, ჩაუტარებს საჭირო სერვისს და დაგიბრუნებთ თქვენთვის კომფორტულ მისამართზე.
რაც მთავარია: პერსონალური მენეჯერის მომსახურებით სარგებლობისას კომპანია ავტომო-ბილზე სრულად არის პასუხისმგებელი და აღსანიშნავია ისიც, რომ ავტომობილი ტრანსპორტირების დროს დაზღვეულია. პერსონალური მენეჯერი თქვენთან ტელეფონით იქნება კავშირზე და ავტომობილის მდგომარეობისა და საჭირო სერვისის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით.
„თეგეტაში“ ხელმისაწვდომი პროდუქციის შეძენა ქოლ-ცენტრის მეშვეობითაც შესაძლებელია. მომხმარებელთა გარკვეული კატეგორიისთვის ეს ყველაზე მარტივი გზაა - შესაძლებელია, დისტანციურად შეარჩიონ და შეიძინონ პროდუქცია. ასეთ დროს, „თეგეტა მოტორსის“ კვალიფიციური კონსულტანტები, დისტანციურად მიაწვდიან მომხმარებელს დეტალურ ინფორმაციას მათთვის საჭირო პროდუქტების შესახებ. თანხის გადახდა ონლაინ-პორტალის საშუალებით არის შესაძლებელი. ქოლ-ცენტრის კონსულტანტის დახმარებით ასევე შესაძლებელია სასურველ ფილიალში სერვისის დაჯავშნა ან „თეგეტას“ პერსონალური მენეჯერის გამოძახება - ერთი სიტყვით, სრული მომსახურების მიღება.
„თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან მოღვაწეობს და ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. კომპანია 350 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტას“ ფილიალებში მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიცაა: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და ა.შ.
ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...
თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...
თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ესპანეთთან გამარჯვებით დაასრულა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალისა და ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპ...
13 თებერვალს, Svaneti Freeride Week Junior-ის ერთვარსკვლავიანი ტურნირით, სვანეთის ფრირაიდ კვირეული ოფიციალურად დაიწყო. ზედიზედ მეორე წელია, თიბისი ახალგაზრდა ქართველი ფრირაიდერების აქტიური მხარდამჭერ...
ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 კომპანიამ, თიბისის მხარდაჭერით, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, საერთაშორისო გამოფენაში - MEWA INDIA 2025 მიიღო მონაწილეობა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდეს...
თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები