„თეგეტას“ თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტ...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
|
სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი ლიდერატორის პროგრამას კვლავ აგრძელებს. ლიდერატორი უკვემეხუთე წელია სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სამუშაო გამოცდილებასხვადასხვა მიმართულებებით მიიღონ.პროექტის მთავარ მიზანს ახალგაზრდების კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ უკვე 200-მდე სტუდენტს მიეცა შესაძლებლობა,გამხდარიყო ლიდერატორი, პროგრამების დასრულების შემდეგ კი მონაწილეთა 95%-მა გააგრძელაკარიერა საქართველოს ბანკში.
ლიდერატორის პროგრამა ანაზღაურებადია და სტუდენტების სასწავლო გრაფიკს არის მორგებული. პროექტის ფარგლებში სტუდენტები,როტაციის პრინციპით, სხვადასხვა დეპარტამენტშიიღებენ სამუშაო გამოცდილებას. რაც მთავარია, შესაძლებლობა აქვთ,განივითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები ტრენინგებითა და მენეჯერული პოზიციის მქონე პროფესიონალების უშუალო მენტორინგით.
2021 წელს პროგრამა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა - ლიდერატორი სტუდენტებს 12 პროგრამას სთავაზობს, რომელიც ბანკის მასშტაბით 40-მდე დეპარტამენტს მოიცავს, ესენია: კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგი;მცირე და საშუალობიზნესი; ფინანსები; საცალო საბანკო მომსახურება, მომხმარებელთა კმაყოფილება და ლოიალობა; ბიზნესის განვითარების ანალიტიკა; ბიზნესის ეფექტურობა; საბანკო სამართალი და შესაბამისობა;ინფორმაციული ტექნოლოგიები; მონაცემთა მეცნიერება;ადამიანური კაპიტალის მართვა; მარკეტინგი და ციფრული არხების განვითარება.
„წლებია, ლიდერატორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალგაზრდების კარიერულ განვითარებასა და დასაქმებაში. პროგრამის მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება - 2021 წელს ლიდერატორის საკონკურსო პროცესში 2500-მდე კანდიდატი იყო ჩართული. ზოგადი და პროფესიული ტესტირებების, ინტერვიუების, სხვადასხვა დავალებებისა თუ პრეზენტაციების შემდეგ, მათგან 94 სტუდენტი შეირჩა. აღსანიშნავია, რომ თუ წინა წლებში მონაწილეებიძირითადად 6 უნივერსიტეტიდან იყვნენ წარმოდგენილნი, წელს ეს რიცხვი თითქმის გაორმაგდა და ამჟამად ლიდერატორის პროგრამაში 11 სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტიიღებს მონაწილეობას. ჩვენარ ვჩერდებით და აქტიურად განვაგრძობთ განათლებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროექტების განხორციელებას. გვჯერა, რომ ეს ყოველივე მნიშვნელოვნად აისახება როგორც ახალგაზრდების, ასევე ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე“, - განაცხადა ნუცა გოგილაშვილმა,საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა.
დამატებითი ინფორმაცია პროგრამა ლიდერატორის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3uFTkt5
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
თუ ხარ 9-12 კლასის მოსწავლე და შენთვის ახლის შემეცნება, განვითარება და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალების მიღწევა პრიორიტეტია, მაშინ 24 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი თიბისი ტექსკოლის უფასო კურსებზე. თ...
მოცემულ პუბლიკაციაში თიბისი კაპიტალი წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორების მიმოხილვას აჯამებს, რაზეც, ბოლო პუბლიკაციებშიც იყო ყურადღება გამახვილებული. ია...
22 და 23 მარტს, თუ ზუგდიდი მოლს ეწვევით, შეძლებთ ისარგებლოთ თიბისის ქეშბექ შეთავაზებით და ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, დაიბ...
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის გათამაშება დომინანტური უპირატესობით მოიგო. ზედიზედ 8 წელია, ბორჯღალოსნები კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან არ ჩამოსულან ...
თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და ამჯერად თიბისი IT აკადემია, ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები