1 6 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ჯანდაცვის სექტორის ფინანსური სტაბილურობის და რისკების შეფასების კვლევა გამოქვეყნდა

18 მარტი, 2021 -  საერთაშორისო ფონდი კურაციოს და გალტ & თაგარტის  ერთობლივი თანამშრომლობით ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მორიგი დოკუმენტი (XIV ტალღა)  გამოქვეყნდა. დოკუმენტის მიზანი ჯანდაცვის სექტორის ფინანსური მდგომარეობისა და რისკების შეფასებაა. 

კვლევის მიხედვით, ჯანდაცვის სექტორში ჭარბი საწარმოო სიმძლავრეებია და არ ხდება მათი ეფექტური გამოყენება; სექტორის მომგებიანობის მაჩვენებლები 2015 წლიდან უარესდება; სახელმწიფო დანახარჯები ჯანდაცვაზე მუდმივად მზარდი და არაკონტროლირებადია, რომლის დაბალანსებასაც სახელმწიფო უნიფიცირებული ტარიფების შემოღებით ცდილობს. ამასთან, მოსალოდნელ რეგულაციებთან და სახელმწიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით გაურკვევლობის მაღალი დონე ხელს უშლის ინვესტიციების მოზიდვას და ართულებს სამედიცინო კომპანიების მიერ გრძელვადიანი საინვესტიციო თუ საოპერაციო სტრატეგიის შემუშავებას. 

კვლევის მიგნებებით, სახელმწიფო დანახარჯების ზრდამ ბიძგი მისცა ახალი სამედიცინო დაწესებულებების შექმნას - ამბულატორიულ დაწესებულებათა რაოდენობა 1.4 ჯერ, ხოლო საავადმყოფოთა საწოლფონდი 1.5-ჯერ გაიზარდა 2014-19 წლებში. შედეგად, სახეზეა ჯანდაცვის სისტემის ჭარბი ინფრასტრუქტურა და დაბალი ეფექტურობა. 2019 წელს საწოლების მხოლოდ 49% იყო დატვირთული, რაც მკვეთრად ჩამორჩება ევროკავშირის (77%) და დსთ-ს (83%) საშუალო მაჩვენებლებს. ეს ყოველივე უარყოფითად მოქმედებს სექტორის ფინანსურ შედეგებზე. 

კვლევაში ასევე ყურადღება გამახვილებულია 2015 წლიდან ჯანდაცვის სექტორის მომგებიანობის მაჩვენებლების გაუარესებაზე, რაც სამედიცინო დაწესებულებების უწყვეტი საოპერაციო საქმიანობის და მათი გადახდისუნარიანობის მიმართულებით რისკის შემცველია. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დავალიანება აუარესებს სექტორის ლიკვიდობას, და შედეგად სამედიცინო დაწესებულებები დროულად ვერ ისტუმრებენ ხელფასებს და სასესხო დავალიანება მზარდია. 2014-2020 წლებში ჯანდაცვის სექტორის საბანკო ვალდებულებები 715.2 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც სექტორის ლიკვიდობის გაუარესებით, კაპიტალურ დანახარჯებითა და ლარის გაუფასურებით არის განპირობებული. ამასთან, კვლევაში გაანალიზებულია ჯანდაცვის სექტორის 75 კომპანია, რომლებიც სექტორის შემოსავლების 64%-ს აგენერირებენ.  აღსანიშნავია, რომ ამ  კომპანიების 29%-მა იზარალა 2019 წელს, ხოლო მიმდინარე ვალდებულებების გასტუმრება კომპანიების 75%-ს უძნელდება. 

სახელმწიფო დანახარჯები ჯანდაცვაზე მუდმივად მზარდი და არაკონტროლირებადია. საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ბიუჯეტის გადახარჯვამ 350 მლნ ლარი შეადგინა 2014-20 წლებში. შესაბამისად, სახელმწიფო ცდილობს ჯანდაცვის დანახარჯები უნიფიცირებული ტარიფებით მართოს (520-ე და სხვა დადგენილებებით). 

კვლევის მიხედვით, 520-ე დადგენილებით შემოღებული უნიფიცირებული ტარიფები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პროვაიდერების  შემოსავლებს 5-7%-ით შეამცირებს.  მზარდი ხარჯების პირობებში აღნიშნული საფრთხეს შეუქმნის სექტორის ლიკვიდურობას, ჯანსაღ ფინანსურ მდგომარეობასა და  საინვესტიციო მიმზიდველობას, თუ არ მოხდება ტარიფის პერიოდული კორექტირება. სავარაუდოდ, ტარიფებით გამოწვეულ დანაკარგს სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი ჭარბი და/ან არასაჭირო მომსახურების გაწევით დააბალანსებს, რაც გაზრდის მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების ოდენობას. ასევე, მოსალოდნელია სამედიცინო მომსახურების თვითღირებულების ზრდა, რაც ერთის მხრივ განპირობებულია კოვიდ-19-ის გამო გაზრდილი მოთხოვნით სამედიცინო სახარჯ მასალებზე და მეორეს მხრივ, ლარის გაუფასურებით, რადგან აღნიშნული მასალები ძირითადად იმპორტირებულია.

 

სრული ანგარიშის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს:

https://galtandtaggart.com/upload/reports/17234.pdf

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:40

    თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...

    თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...

  • 18:43

    გაიგე რა შეთავაზებები მოგიმზადათ თიბისი კონცეპტმა ...

    თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...

  • 18:38

    საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები ...

    დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...