0 2 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია არ გასცა

ევროკომისია ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიფინგზე განაცხადა.

“საქართველო იზიარებს იმავე პოტენციალსა და მისწრაფებებს, რასაც უკრაინა და მოლდოვა. საბაზრო ორიენტაცია და ძლიერი კერძო სექტორი არის საქართველოს უპირატესობა. იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოს ქვეყანამ და შედგეს პოლიტიკურად, უნდა განსაზღვროს ცალსახა სტრუქტურული გზა რეფორმებისა ევროკავშირისაკენ. ეს იქნება გზა, რომელზეც გაწერილი იქნება ყველა საჭირო რეფორმა, რომელიც გააერთიანებს სამოქალაქო საზოგადოება და რომელსაც ექნება ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ ევროპული პერსპექტივა მივცეთ საქართველოს და შემდგომ დავაკვირდეთ, თუ რამდენად დააკმაყოფილებს შესაბამის პირობებს, სანამ მას გადავცემთ კანდიდატის სტატუსს”, – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხე ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისს მიიღებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები