0 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისის მხარდაჭერით, წლის მთავარი ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire ჩატარდა

თიბისის მხარდაჭერით და HT Solutions - ის ორგანიზებით, სასტუმრო „პულმანში“ საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire გაიმართა. კონფერენციის მიზანი ტექნოლოგიური კომუნის ერთად შეკრება, მათი გაძლიერება და ინსპირაციის მიცემა იყო. თიბისიმ უკვე მესამედ დაუჭირა მხარი კონფერენციას და მასში მონაწილეობაც მიიღო როგორც წამყვანმა  ტექნოლოგიურმა კომპანიამ.  

 

კონფერენცია 2018 წლიდან ტარდება და მასში მონაწილე IT მენეჯერები, ინჟინრები და სხვადასხვა კომპანიის IT მიმართულების ხელმძღვანელები ერთმანეთს უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს უზიარებენ.     

 

თიბისი კონფერენციაზე წარმოადგინეს ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილემ,  იური სემენიხინმა და მონაცემთა ანალიზის გუნდიდან მანანა ქირიამ და ლაშა ფანცხავამ. 

იური სემენიხინმა შეკრებილ ადამიანებს გაუზიარა ბანკის ხედვა და გამოცდილება, თუ როგორ მოახდინა თიბისიმ FinOps მეთოდოლოგიის ადაპტაცია და რა გამოწვევები გაიარა ამ გზაზე. ხოლო მანანა ქირიამ და ლაშა ფანცხავამ  MSOps და AI-ს თემებზე ისაუბრეს.

 

წლევანდელმა კონფერენციამ 500-ზე მეტი ადამიანს უმასპინძლა,  მათ შორის იყვნენ მოწვეული უცხოელი გამომსვლელები. კონფერენციის ფოკუსი სამი ძირათი თემის გარშემო იყო მიმართული:  FinOps, ციფრული ტრანსფორმაცია, კიბერ-უსაფრთხოება, Big Data და AI.  

 

  

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები