0 3 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

AWS User Group-ის ტექ კომუნის შეხვედრა თიბისის და Space International--ის მხარდაჭერით ჩატარდა

3 აპრილს, თბილისში,  AWS User Group-ის ორგანიზებით  და თიბისის და Space International-ის მხარდაჭერით ტექ ღონისძიება გაიმართა, რომელიც ფოკუსირებული იყო მოწინავე ტექნოლოგიებზე, კერძოდ, ისეთ თემებზე, როგორიცაა პლატფორმის ინჟინერია, Gen AI და AWS Direct Connect.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას და თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოყენებას შორის კავშირის დამყარებას. თიბისი უკვე მეორედ მართავს ტექ კომუნისთვის მსგავსი ტიპის შეხვედრას.

ღონისძიების მონაწილეები სიღრმისეულად გაეცნენ უახლეს ტექნოლოგიებს და მათი გამოყენების მეთოდებს წამყვან კომპანიებში. ასევე, სხვადასხვა ტექნოლოგიურმა გადაწყვეტებმა  რა სარგებელი მოუტანა კომპანიებს, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ გასაუბრებოდნენ ამ ტექნოლოგიების მომხმარებელ ტექ პროფესიონალებს და ვორქშოპისას დაესვათ კითხვები.

გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ახალი კავშირები დაემყარებინათ წამყვან კომპანიებში მომუშავე პროფესიონალებთან.  ასევე, მიეღოთ ინფორმაცია ღრუბლოვანი ტექნოლოგიის უახლესი ტენდენციების, ინფრასტრუქტურის, როგორც კოდის და კონტეინერების ორკესტრირების შესახებ.

შეხვედრა ეთმობოდა ასევე ტექ კომუნის წევრების უნარების განვითარებასაც, მათ მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ სემინარებში, რომელიც დაეთმო AWS სერვისების უკეთ გაცნობას.
 

ღონისძიების 3 თემატურ ჯგუფად იყო დაყოფილი:

·         Platform Engineering, სადაც განხილული იყო პროგრამული უზრუნველყოფის სწრაფი მიწოდების პრაქტიკა და მისი სასიცოცხლო ციკლის გაუმჯობესების გზები.

·        
Generative AI, სადაც შესაძლებელი იყო Generative AI-ის შესახებ სრულყოფილი ცოდნის მიღება, ასევე, მისი პოტენციური აპლიკაციებისა და ინდუსტრიაზე მისი გავლენის შესახებ ინფორმაციის მიღება.

·         AWS Direct Connect -ის სამუშაო შეხვედრა, სადაც მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავმართოთ AWS Direct Connect -ი on prem მონაცემთა ცენტრებსა და ღრუბლოვან ინფრასტრუქტურას შორის და მიიღეს გამოცდილება წამყვან სპეციალისტებთან კომუნიკაციით.  

AWS User Group-ის თიბისის და Space International-ის პარტნიორობა განპირობებულია ღირებულებებით, რომელსაც სამივე კომპანია იზიარებს. ეს არის ტექნოლოგიური წინსვლისკენ სწრაფვა და ინოვაციების მხარდაჭერა. სამივე კომპანია აქტიურად უჭერს მხარს მსგავს ღონისძიებებს, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანების სწავლასა და განვითარებას ტექნოლოგიურ სფეროში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...