0 2 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

“ლოგინში იმდენად ბოზი უნდა იყო, რამდენადაც ანგელოზი სხვაგან”

ჩამოტვირთვა

ისინი “პროფესიის” წყალობით მდიდრდებოდნენ და სიცოცხლის ბოლოს ფუფუნებაში ატარებდნენ.ზოგიერთი მათგანი სამეფო ოჯახის წევრებზეც კი თხოვდებოდა. ეს ერთადერთი პროფესია იყო, სადაც ქალს აუცილებლად მოეთხოვებოდა განათლება. დიახ ჩვენ კურტიზან ქალებზე გესაუბრებით. ყველაზე მეტი კურტიზანი ქალი რომსა და ვენეციაში ცხოვრობდა.1542 წელს მიღებული კანონით,კურტიზანებად მიიჩნეოდა ყველა გასათხოვარი და გათხოვილი ქალი,რომელსაც ორზე მეტი საყვარელი ჰყავდა. XVI საუკუნის ცნობილმა იტალიელმა მწერალმა, პიეტრო არეტინომ დაგვიტოვა უაღრესად საინტერესო თხზულება “ექვსთა დღეთა”. მაგრამ საღვთისმეტყველო ტრადიციისაგან განსხვავებით აქ ღვთის მიერ სამყაროს შექმნის ისტორია კი არაა განხილული, არამედ მოყვანილია დედისა და ქალიშვილის საუბრები. დედა, სახელად ნანა, უკვე გამოცდილი როსკიპია. ის თავის ქალიშვილს, პიპას ხელობის საიდუმლოებებს აცნობს და სასარგებლო რჩევებს აძლევს. თხზულებაში ასახულია ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გარდატეხა, რომელიც XVI საუკუნის პირველ მესამედში მოხდა: სამყაროში, სადაც პირფერობა მეფობს, სადაც მეძავთა რაოდენობა ცხოვრების სიძნელეთა პირდაპირპროპორციულად იზრდება, ამ საბრალო ქალების უმრავლესობა უბადრუკი არსებობისთვისაა განწირული. ამიტომაც ნანას ერთ-ერთი შეგონება ასეთია: “ვინც თავისი მარიფათით სასწაულებს არ მოახდენს, სადილსა და ვახშამს ვერასოდეს მიირთმევს ერთსა და იმავე დღეს. ლამაზი თვალები და ოქროსფერი ნაწნავები არ კმარა: ხელოვნება და იღბალია მთავარი. დანარჩენი სისულელეა”. სწორედ რომაელი მეძავის პირიდან გვესმის ჩვენ პირველად დღევანდელი ბიზნესის უმთავრესი დევიზი: წარმატება ხელოვნებაა. ხელოვნება კი იმაშია, რომ გააკოტრო მამაკაცები, გააგიჟო ისინი, ერთმანეთს გადაჰკიდო და ამით იშოვო დღიური სარჩო. ამას კიდევ ათასი სხვა ხერხიც მოსდევს: ასჯერ გაყიდო საკუთარი ქალწულობა, ასიამოვნო მოხუცებს და ა. შ. მაგრამ დედა მაინც არ ურჩევს ქალიშვილს ამ ხერხების ბოროტად გამოყენებას: სოციალური გარდატეხის სურნელი უკვე იგრძნობა ჰაერში, ამიტომაც ახალგაზრდა პიპა ჩვეულებრივი აშარი დედაკაცი კი არა, ნამდვილი კურტიზანი უნდა გახდეს. ამიტომ ნანას მთავარი დარიგება შემდეგია: “ლოგინში იმდენად ბოზი უნდა იყო, რამდენადაც ანგელოზი სხვაგან”. ნანას რჩევებიდან მომდინარეობს ქცევის კოდექსი, რომლის დამუშავება 1530 წლისთვის დასრულდა და რომელიც “პატიოსან კურტიზანთა” სამოქმედო გეგმად იქცა ჯერ იტალიელ დიდგვაროვანთა კარზე, შემდეგ კი მთელ ევროპაში. დაბალი რანგის მეძავებზე ბევრი არაფერია ცნობილი. ისინი ალბათ დუქნებსა და საჯარო აბანოებში მოღვაწეობდნენ. მაგრამ წარმატებული მეძავები საუკეთესო უბნებში ქირაობდნენ ბინებს, სადაც წარჩინებულ კლიენტებს მისვლა არ ეთაკილებოდათ. ასევე საინტერესოა კურტიზანების ეკლესიაში შესვლის ფაქტი. „როგორ შეიძლება დავუშვათ, რომ ეს ბოზები ასე ადვილად შედიოდნენ წმინდა ადგილებში, ეღლაბუცებოდნენ ხან ერთს და ხან მეორეს, ხუმრობდნენ და იცინოდნენ? თითქოსდა ეკლესიებში მთელი წლის განმავლობაში კარნავალი იყოს!“ვკითხულობთ არეტინოს ცხოვრებაში. ამიტომაც იყო რომ დიდ დღესასწაულებზე კურტიზანებს ეკლესიაში შესვლა ეკრზალებოდათ. პროფესიული მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, რენესანსული კურტიზანები გაცილებით უფრო მეტ დროს უთმობდნენ სხეულის მოვლას, ვიდრე სხვა ქალები დიდი ტიციანი წერს, რომ ვენეციური სახლების სახურავებზე სპეციალური სოლარიუმებია მოწყობილი, სადაც კურტიზანები და დიდგვაროვანი ბანოვანები თმებს საგანგებო ხსნარებით იუფერულებენ, მწველი მზის ქვეშ იხუნებენ და უდიდეს ტანჯვას ითმენენ სილამაზისთვის. კურტიზანი ქალის ცხოვრებას უმცროსმა დიუმამ რომანი “ქალი კამელიებით” მიუძღვნა,ხოლო მოგვიანებით ამავე პიესაზე ოპერა “ტრავიატა” დაიდგა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები