0 3 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კალაძე: „ახმეტელის თეატრის“, „დიდუბის“ და „ვარკეთილის“ მეტროსადგურებში ვიწრო ტურნიკეტები დაიდგმება

„ახმეტელის თეატრის“, „დიდუბისა“ და „ვარკეთილის“ მეტროსადგურებში ვიწრო ტურნიკეტები დაიდგმება. ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მეტროში მგზავრების გამტარუნარიანობა გაიზრდება.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ტურნიკეტები უკვე დაემატა მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრს“ და მისივე თქმით, 1 საათის განმავლობაში, 6 300 მგზავრის ნაცვლად, 9 000 მგზავრის გატარებაა შესაძლებელი:

„ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა მეტროსადგურ „ახმეტელის“ ჩასასვლელ-ამოსასვლელი, რომელიც პიკის საათებში ძალიან დიდი პრობლემა იყო. ვერ ხერხდებოდა ადამიანების გატარება, ჩნდებოდა რიგები და ეს, რა თქმა უნდა, საზოგადოების გაღიზიანებას იწვევდა.

 

ჩვენ ვთქვით, რომ გადავდგამდით კონკრეტულ ნაბიჯებს – ეს არის მოკლევადიანი ტურნიკეტების დამატება – 7 გასასვლელის ნაცვლად 10 გასასვლელი მოეწყო, რამაც გამტარუნარიანობა გაზარდა, 1 საათის განმავლობაში 6 300 მგზავრის ნაცვლად, 9 000 მგზავრის გატარებაა შესაძლებელი.

გამოცხადებული გვაქვს ახალი ტურნიკეტების შესყიდვა – ეს ტურნიკეტები უფრო ვიწროა, პროექტი მათი მეტი რაოდენობის დადგმის შესაძლებლობას მოგვცემს. აღნიშნული პროექტი განხორციელდება „ახმეტელის თეატრის“, „ვარკეთილის“ და „დიდუბის“ მეტროსადგურებში.

ტურნიკეტებს კომპანია „ქართული მიკროელექტრონიკა“ მოგვაწვდის. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ გადაადგილების დროს მგზავრებს შეფერხება არ ჰქონდეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები