თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
|
თბილისი, ლოპოტა, წინანდალი, ვაზისუბანი, კაჭრეთი, ყაზბეგი, გუდაური, გორი, ქუთაისი, ზესტაფონი, საირმე, ქობულეთი, ბათუმი, ბაკურიანი - ელექტრომობილის დამუხტვა ახლა უკვე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში შესაძლებელია. მალე ეს ჩამონათვალი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან „თეგეტა ჰოლდინგი“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 70 დამტენის მონტაჟს გეგმავს. მათ შორის 10 სწრაფი იქნება და ავტომობილი 80%-მდე საშუალოდ ნახევარ საათში დაიმუხტება. მსგავსი დამტენები უკვე ხელმისაწვდომია გორსა და ზესტაფონში. ეს ფაქტები კი ეწინააღმდეგება მითს, რომ ელექტრომობილს ვერსად დატენი.
„თეგეტა ქარსში“ შემავალმა კომპანია „ავტო გალერიმ“ ელექტრომობილებთან დაკავშირებული მითების შესახებ კამპანია დაიწყო, რომლის მიზანიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და არასწორი წარმოდგენების შეცვლაა.
ლევან თაღიაშვილი, „ავტო გალერის“ მარკეტინგის მენეჯერი: „გარდა იმისა, რომ დამტენები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა განთავსებული, ელექტრომობილის დატენა დღეს უკვე საკუთარ სახლშიც შესაძლებელია. შესაბამისი აღჭურვილობა დაახლოებით 300 ლარი ღირს. დამტენს კი Autogallery-ს შოურუმში შეიძენთ. ჩვენ ასევე ვეხმარებით მომხმარებელს სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციაშიც, რათა დამტენი შესაბამის მისამართზე დროულად გაიმართოს. აღსანიშნავია ისიც, რომ თითქმის ყველა დიდ კორპორაციას ელექტროდამტენები ახლა უკვე საკუთარ პარკინგზეც აქვს მოწყობილი, ეს კი პლაგინის ან ელექტრომობილის მფლობელების წახალისებას განაპირობებს. რაც შეეხება ელექტრომობილების დამუხტვის ხანგრძლივობას, ის რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. გასათვალისწინებელია ავტომობილისა და დამტენის მდგომარეობა-მდებარეობა“.
აღსანიშნავია, რომ ყველა ელექტრომობილს აქვს რეზერვი, რაც ნიშნავს, რომ ბატარეის ენერგიის ამოწურვის შემდეგაც მანქანით დამატებით კიდევ რამდენიმე კილომეტრის გავლაა შესაძლებელი. მანძილი და დრო უახლოეს დასამუხტ ობიექტამდე მისასვლელად სრულიად საკმარისია.
„თეგეტა ჰოლდინგი“ ელექტრომობილების დამტენების დამონტაჟებას დიდ საცხოვრებელ კომპლექსებსა და სავაჭრო მოლებშიც გეგმავს, რათა მომხმარებლებს ელექტრომობილების შეძენის მოტივაცია გაუჩინოს.
„თეგეტა ჰოლდინგმა“ ივლისში, მწვანე ეკოსისტემის განვითარების მიზნით, 20 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა. ემისიის მოსამზადებელ ეტაპზე კომპანიამ ჩარჩო შეიმუშავა, რაც მკაფიოდ გამოხატავს „თეგეტას“ პოზიციას, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნის შესახებ. დოკუმენტის საფუძველზე „თეგეტამ“ მოიპოვა წამყვანი ESG კვლევისა და ანალიტიკის მომწოდებელი საერთაშორისო კომპანიის Sustainalytics-ის მეორე მხარის მოსაზრება. ჩარჩო დოკუმენტშია გაწერილი ის ვალდებულებები, რაც კომპანიამ პროსპექტით გათვალისწინებულ ვადაში უნდა შეასრულოს:
მსუბუქი, სამგზავრო და სხვა ტიპის ელექტრიფიცირებული ტრანსპორტის იმპორტი და რეალიზაცია; ქვეყნის მასშტაბით დასატენი სადგურების ფართო ქსელის მოწყობა, რათა შეიქმნას ხელმისაწვდომი ელექტრული ეკოსისტემა ადეკვატური დასატენი ინფრასტრუქტურით, რითაც ელექტრომობილების ფლობა გამარტივდება.
-----
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი ელექტრომობილების ფართო არჩევანი. ეკომეგობრული ავტომობილების გარდა, კომპანიას შემოჰყავს დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილები. 2020 წლიდან „ავტო გალერი“ - NIU-ს ელექტრომოპედების, 2023 წლიდან კი Polaris-ის ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანია ქართულ ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიაზე ზრუნვაა.
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
მოემზადე და მოდი სტადიონზე საგულშემატკივროდ. 2025 წელს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩით იწყებენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ა ჯგუფში შვეიცარია იქნება, რომელიც რაგბი ევროპის ჩე...
· მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ უმაღლესი A კატეგორია მიენიჭა · &...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები