0 2 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გალტ & თაგარტი 20 წლისაა

31 დეკემბერი 2020- გალტ & თაგარტი, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, უკვე 20 წელია რაც საქმიანობს და წლების განმავლობაში საინვესტიციო-საბანკო მიმართულებით Global Finance-ის, Global Banking and Finance Review-ს და სხვა არაერთი ნომინაციის გამარჯვებულია. გალტ & თაგარტი მომხმარებელს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო საბანკო მომსახურებას, როგორებიცაა: საბროკერო, აქტივების მართვა, კაპიტალის მოზიდვა და კვლევების მიმართულება. 

გალტ & თაგარტი საქართველოში უმსხვილესი, ხოლო რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საბროკერო მომსახურების მიმართულებით. ის რეზიდენტ და არაზიდენტ კლიენტებს სხვადასხვა ტიპის ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვაში ეხმარება, რომლებიც  ყველა ძირითად საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. ამასთან, გალტ & თაგარტის ონლაინ საბროკერო მიმართულება წარმოდგენილია G&T Trader-ის პლატფორმით, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, დამოუკიდებლად განახორციელოს ინვესტიციები და ივაჭრონ გლობალური ფინანსური ინსტრუმენტებით. ასევე, წელს ამოქმედდა პირველი ონლაინ საინვესტიციო და ანალიტიკური პლატფორმა საქართველოში, რომელიც  კლიენტს აძლევს საშუალებას განახორციელოს გარიგებები და თვალი ადევნოს პორტფელის დინამიკას. 

20 წელია, რაც  გალტ & თაგარტი მომხმარებელს სანდო საინვესტიციო კვლევებს სთავაზობს და მოწინავეა საქართველოში მაკროეკონომიკური და სექტორული საინვესტიციო კვლევების მიმართულებით. ეს კვლევები ასევე ხელმისაწვდომია წამყვან საერთაშორისო პლატფორმებზე, როგორებიცაა Bloomberg, S&P Capital IQ, Thompson Reuters, Factset, Tellimer, Cbonds, რაც საინვესტიციო ბანკის  საქმიანობის სანდოობას ადასტურებს. 

20 წელია გალტ & თაგარტი მომხმარებელს  პროფესიონალურ ფინანსურ კონსულტაციებს სთავაზობს და აქვს მრავალწლიანი გამოცდილება აქტივების მართვის მიმართულებით. საინვესტიციო ბანკი დაინტერესებულ პირებს ეხმარება საინვესტიციო პორტფელის შედგენაში, საპენსიო სქემებისა და აქციებით გადავადებული ბონუსების მართვაში. ასევე, კერძო კომპანიებს, სახელმწიფო ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს სთავაზობს მომსახურებას სტრატეგიული რჩევების, კომპანიების ყიდვა-გაყიდვის, ფინანსური რესტრუქტურიზაციის და შეფასებების მიმართულებით. 

„20 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იუბილეა. მინდა ეს წარმატება პირველ რიგში მივულოცო ყველა ჩვენ თანამშრომელს. გალტ & თაგარტი ყოველთვის გამოირჩეოდა პროფესიონალი და უაღრესად მოტივირებული გუნდით. ამ წლების განმავლობაში გალტ & თაგარტის გუნდმა ძალიან ბევრი სირთულე დაძლია და ბევრ წარმატებას მიაღწია. ასევე, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველა ჩვენ კლიენტს და პარტნიორს, როგორც კერძო ისე საჯარო სექტორიდან. მადლობა მინდა ვუთხრა მათ იმ ნდობისთვის, რასაც ისინი ამ 20 წლის განმავლობაში გვიცხადებდნენ. მოხარულები ვართ, რომ უკვე 20 წელია, რაც  მომხმარებელს  საუკეთესო საინვესტიციო საბანკო მომსახურებას ვთავაზობთ და ვქმნით მათთვის შესაძლებლობებს“ - განაცხადეს ირაკლი კირტავამ და ოთარ შარიქაძემ, გალტ & თაგარტი-ს მენეჯმენტის გუნდმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:26

    ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს სასტიპე...

    თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...