0 2 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ვისოლი“ ლარის კურსის სტაბილურობის ფონზე საწვავზე ფასების არსებულ ნიშნულზე შენარჩუნებას შეძლებს“

„ვისოლი“ მსოფლიო ბაზარზე ნათობპროდუქტების ფასების ბოლოდროინდელი დინამიკისა და ქვეყანაში ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობის ფონზე საწვავზე არსებულ სარეალიზაციო ფასებს შეინარჩუნებს და თუ ორივე მიმართულებით ფასების კლების დინამიკა დაფიქსირდა, ფასებს გადახედავს დაწევის მიმართულებით.

 „ლარის გაცვლითი კურსის უკანასკნელი დღეების დინამიკა ქვეყნის ნავთობსექტორისათვის ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. შესაბამისად, „ვისოლი“ ლარის კურსის სტაბილურობის ფონზე და მსოფლიო ბაზარზე ნათობპროდუქტების ფასების ბოლოდრინდელი დინამიკის გათვალისწინებით, საწვავზე სარეალიზაციო ფასების არსებულ ნიშნულზე შენარჩუნებას შეძლებს“, აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„ვისოლის“ საწვავი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი რომ იყოს, „უნიქარდით“ სარგებლობისას ერთგული მომხმარებელი ყოველდღიურად ლიტრ საწვავზე 10 თეთრ, ხოლო უქმე დღეებში 15 თეთრ დანაზოგს იღებს.

„ვისოლის“ თვითმომსახურების ავტოგასამართ სადგურზე კი ქსელთან შედარებით 15 თეთრი სხვაობა მომხმარებელს „უნიქარდით“ ჯამში კიდევ უფრო მეტი დანაზოგის შესაძლებლობას აძლევს. ამას გარდა, Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურებზე, რომლებიც უკვე თბილისში, რუსთავში, საგურამოსა და ქუთაისშია, ქსელთან შედარებით „უნიქარდით“ მუდმივად  15-20 თეთრით იაფია საწვავი. შეგახსენებთ, რომ უკვე 10 წელია „ვისოლი“ უნიქარდის ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოს ნავთობსექტორში. 

„ვისოლს“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, გამორჩეულად მაღალი ხარისხის „ეკოს“ საწვავითა  და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით „ვისოლი“ ქვეყანაში საცალო ბაზრის ლიდერია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:26

    ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს სასტიპე...

    თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...