0 0 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მითია, რომ ელექტრომობილის მოვლა ძვირი ჯდება - საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად „ავტო გალერის“ კამპანია გრძელდება

ელექტრომობილს „მომავლის მანქანა“ გამოგონებიდან მალევე უწოდეს. მაშინ ავტოექსპერტების პროგნოზი კონკრეტულ ფაქტებს დაეყრდნო: ელექტრომობილი ეკომეგობრული ტრანსპორტია და არ აქვს გამონაბოლქვი; ელექტრომობილს, შიგაწვისძრავიან ავტომობილთან შედარებით, არ გააჩნია ძალიან ბევრი ისეთი ნაწილი, რომლებიც ხშირად ფუჭდება.

მაგალითისთვის, ელექტრომობილს არ აქვს ძრავა, შესაბამისად, არ გააჩნია საწვავის მიწოდებისა და ძრავის გაგრილების სისტემა. ასევე, მცირე რაოდენობით საჭიროებს ისეთ დამაბინძურებელ სითხეებს, როგორებიცაა ძრავის ზეთი და  გამაგრილებელი სითხე. გადაცემათა კოლოფის ნაცვლად აქვს „რედუქტორი“, რომელშიც სულ რამდენიმე კბილანაა. ეს ფაქტები კი  ეწინააღმდეგება მითს, რომ ელექტრომობილის მოვლა ძვირი ჯდება

„თეგეტა ქარსში“ შემავალმა კომპანია „ავტო გალერიმ“ ელექტრომობილებთან დაკავშირებული მითების შესახებ კამპანია დაიწყო. რომლის მიზანიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და არასწორი წარმოდგენების შეცვლაა. 

ლევან თაღიაშვილი, „ავტო გალერის“ მარკეტინგის მენეჯერი: „ელექტრომობილს, შიაწვისძრავიან ავტომობილთან შედარებით, ბევრად ნაკლები სწრაფად ცვეთადი ნაწილი აქვს. თუ შიგაწვისძრავიან70 000 დეტალისგან შედგება, ელექტრომობილის ნაწილების რაოდენობა 30 ათასს არ აღემატება. შესაბამისად, მისი ყოველთვიური შენახვა გაცილებით მარტივი და ეკონომიურიცაა

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ელექტრომობილის ხუნდებიც კი უფრო ნაკლებად ცვდება. ის თავად  ამუხრუჭებს, რათა მეტად დაიმუხტოს, რაც ნიშნავს იმას, რომ მუხრუჭს ნაკლები ძალა ადგება და ხუნდებიც არ ცვდება. არ ცვლი ზეთს, არ გჭირდება ძრავის მოვლა, რაც ფინანსურად მნიშვნელოვანი შეღავათია“.

Autogallery-ში  ელექტრომობილის შეძენისას ორწლიანი გარანტიით ისარგებლებთ. კომპანიის გაყიდვებისა და სერვისის მენეჯერები  საკუთარ მომხმარებლებს თითოეული მოდელის მოვლა-ექსპლუატაციის  წესებსაც აცნობენ.

ლევან თაღიაშვილი, „ავტო გალერის“ მარკეტინგის მენეჯერი: ავტომობილის შეძენისას მომხმარებელს ვურჩევთ -  ყოველი 10 000 კმ-ის გავლის შემდეგ ავტომობილი სერვისისთვის მოიყვანოს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი წესრიგშია. რაც შეეხებაშუალოდ მოვლის წესებს, თითოეულ მოდელს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, სწორედ ამიტომ გაყიდვებისა და სერვისის მენეჯერები ყოველთვის ინდივიდუალურ რჩევებს გასცემენ. „ავტო გალერის“ საუკეთესო სპეციალისტები ჰყავს. ჩვენთან შეძენილ ელექტრომობილს გარანტიაც მოჰყვება,  რომლის ფარგლებშიც  მომხმარებელი  კომფორტულ მომსახურებას იღებს“.

ქართულ საავტომობილო ბაზარზე პირველი ელექტრომობილი დაახლოებით 10 წლის წინათ გამოჩნდა. ახალშექმნილი მანქანა მაშინ ჯერ კიდევ დაბალი გამავლობის იყო და მაქსიმუმ 150-200 კილომეტრის გავლა შეეძლო. თუმცა ტექნოლოგიებთან ერთად ელექტრომობილების წარმოებაც განვითარდა. მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებლები დღეს ბაზარს სრულიად განახლებულ, მძლავრ ელექტრომობილებს სთავაზობენ. სულ უფრო იზრდება მანძილიც, რომელსაც ელექტრომობილი ერთი სრული დამუხტვით გადის.

„თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ სწრაფად მოერგო ტენდენციას და  უკვე წლებია, რაც მომხმარებელს ელექტრომობილების ფართო არჩევანს სთავაზობს. შოურუმში 15-მდე ბრენდის მანქანაა წარმოდგენილი, მათ შორის არის Tesla-ს, Honda-სა და Toyota-ს ელექტრომობილები.

 

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი ელექტრომობილების ფართო არჩევანი. ეკომეგობრული ავტომობილების გარდა კომპანია ახდენს დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილების შემოყვანას. 2020 წლიდან „ავტო გალერი“ NIU-ს ელექტრომოპედების, 2023 წლიდან კი Polaris-ის  ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანია ქართულ ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიაზე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...