0 2 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დელტა ვირუსის წინააღმდეგ მედიკამენტ „მოლნუპირავირი" ეფექტურია

დელტა ვირუსის წინააღმდეგ მედიკამენტ „მოლნუპირავირის“ ეფექტურობა კვლევებით დადასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მარი მალაზონიამ გადაცემაში  გაავრცელა.

„მერკი“, ანუ მწარმოებელი კომპანია, თავის ოფიციალურ გვერდზე ადასტურებს მონაცემებს, რომელიც სტატისტიკურად არის გამყარებული კვლევების მეშვეობით. 29 დღის შედეგის მიხედვით, დადასტურებულია, რომ თუ პაციენტები იღებდნენ „მოლნუპირავირს“, მათი გართულებების მაჩვენებელი იყო 7.4%, მაშინ როდესაც იმ პირებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, ანუ პირები, რომლებიც „მოლნუპირავირს არ იღებდნენ“, 14.1% გახლდათ გართულებებისა და სიკვდილის მაჩვენებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ორჯერ ნაკლები იყო რისკი მოლნუპირავირის შემთხვევაში და ორჯერ აღმატებული მისი არმოხმარების შემთხვევაში“, – განაცხადა მარი მალაზონიამ.

გადაცემის წამყვანმა ასევე აღნიშნა, რომ „მოლნუპირავირი“ არ იქნება ერთადერთი პრეპარატი, რომელსაც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ გამოიყენებენ.

„პროგნოზის მიხედვით, სავარაუდოდ, „მოლნუპირავირი“ იქნება პირველი პრეპარატი, რომელიც მიიღებს უფლებას, აღმოჩნდეს აფთიაქების დახლებზე, მაგრამ ასევე მუშავდება და თითქმის დასრულების ფაზაშია კვლევები, რომლებიც მიმდინარე წელს თავის შედეგს გამოიღებს, ეს ეხება „ფაიზერის“ პრეპარატს და „როშეს“ პრეპარატს.

მათ ჯერ არ აქვთ კონკრეტული სავაჭრო სახელი, თუმცა აქვს აბრევიატურა PF და რიცხვები, რომელიც „ფაიზერის“ მიერ შემუშავებულ ფორმულას ეხება და ასევე არის „როშეს“ მიერ შემუშავებული ფორმულა.

ასევე უნდა გაგახსენოთ „ელილილის“ წვლილი და „რეგენერონის“ თავგადასავალი, რომლის შესახებ პირველად ჩვენგან შეიტყო მაყურებელმა მას შემდეგ, რაც ეს პრეპარატები დონალდ ტრამპის მკურნალობის სქემაში ჩართეს“, – განაცხადა მარი მალაზონიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები