მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...
· საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...
|
· . Startup drive-ის 70 000-ლარიანი გრანტი ავტომობილებისათვის შექმნილმა სასწრაფო დახმარების აპლიკაციამ მოიპოვა
„თეგეტა ჰოლდინგისა“ და Future Laboratory-ს სააქსელერაციო პროგრამის Startup Drive-ის მეშვეობით ავტოინდუსტრიაში კიდევ ერთი ახალი, ინოვაციური აპლიკაცია გაჩნდება. SOS AUTO - ეს არის ავტომომსახურების მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს ევაკუატორისა და ავტოასისტენტის გამოძახებას Uber-ის მოდელით შესთავაზებს. სტარტაპის იდეა და ახლა უკვე „თეგეტას“ 70 000-ლარიანი დაფინანსებაც ნათია შუბითიძეს ეკუთვნის, რომელსაც ახალ წამოწყებაზე ფიქრისკენ პირადმა გამოცდილებამ უბიძგა.
ნათია შუბითიძე, SOS AUTO-ს დამფუძნებელი: „დაახლოებით 1 წლის წინ დედასთან ერთად ვმგზავრობდი, როცა ტექნიკური გაუმართაობის გამო მანქანა ანანურში გაგვიჩერდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისიდან არც ისე შორს ვიყავით, დაახლოებით 3 საათი ველოდეთ დახმარებას. იმდენად დიდი დისკომფორტი შეგვიქმნა ჯერ ძებნის და შემდეგ ლოდინის პროცესმა, რომ სწორედ ამ დროს გაჩნდა SOS AUTO-ს შექმნის იდეა“.
ნათიას იდეა ჯერ პირად ჩანაწერებში მოხვდა, Startup Drive-ის აქსელერაციის პროგრამის გამოცხადების შემდეგ კი საკონკურსო პროტოტიპად იქცა და რეალურ ბიზნესპროექტად ჩამოყალიბდა. როგორც სტარტაპის ავტორი ამბობს, სწორედ პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილებით და სწორად ათვისებული შესაძლებლობებით გახდა SOS AUTO ჟიურისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტი და მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი.
ნათია შუბითიძე, SOS AUTO-ს დამფუძნებელი: „პრეაქსელერაციის ეტაპზე შევძელით და მოვახდინეთ იდეის ვალიდაცია, ბაზრის კვლევა, რეალური მომხმარებლისა და შემსრულებლის პრობლემების გაანალიზება. ვფიქრობ, ჟიურისთვისაც ყველაზე შთამბეჭდავი სწორედ ის შედეგები და მაჩვენებლები იყო, რომლებსაც ამ პერიოდში მივაღწიეთ. დემო დღეზე თითოეული სტარტაპი საკმაოდ მომზადებული გავიდა, კონკურენცია ნამდვილად ძლიერი იყო, თუმცა წარმატების მოლოდინი მაინც მქონდა. ერთ-ერთ გამარჯვებულად დასახელება ძალიან ემოციური აღმოჩნდა. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ძლიერ კომპანიას მოსწონს შენი იდეა და მასში ინვესტიციას დებს“.
„თეგეტას“ ინვესტიციით SOS AUTO შეძლებს და დაახლოებით 6 თვეში გაუშვებს აპლიკაციას, რომელიც ჯერ მხოლოდ ქართველი მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მისი გლობალურ კომპანიად ჩამოყალიბების ხედვა უკვე არსებობს. როგორც დაგეგმილია, ინოვაციური აპლიკაცია სრულად ჩაანაცვლებს საგზაო დახმარების მოძიებისა და ლოდინის მოძველებულ პროცესს, როცა მომხმარებელს უწევს კომპრომისებზე წასვლა და მიღებულით დაკმაყოფილება.
ნათია შუბითიძე, SOS AUTO-ს დამფუძნებელი: „ჩვენი მთავარი მიზანია, შევქმნათ ინოვაციური პლატფორმა და ევაკუატორის ყიდვისა და ავტოასისტენტების აყვანის გარეშე გავხდეთ საქართველოში, და არამარტო საქართველოში, ყველაზე დიდი ავტოდახმარების კომპანია, მრავალფეროვანი მომსახურებებით. ამის რეალური პერსპექტივა არსებობს, რადგან ჩვენ დავიკავებთ ნიშას, რომელიც თავისუფალია. SOS AUTO მომხმარებელს შესთავაზებს სრულ გზისპირა დახმარებას: ევაკუატორის გამოძახებას, საწვავის მიწოდებას, ავტომობილის დაქოქვას, ჩაკეტილი ავტომობილის გაღებას და მძღოლის მომსახურებას. ის განკუთვნილი იქნება როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე შპს-ებისთვის, ყველასთვის, ვისაც ავტომობილი ჰყავს.
დაუჯერებელია, რომ ახლა სულ რაღაც ერთი წლის წინ თავში გაელვებულ იდეაზე ვსაუბრობთ. რომ არა Startup Drive, ალბათ მიზანს მაინც მივაღწევდი, მაგრამ ძალიან გრძელი და რთული გზის გავლა მომიწევდა. ამ გამარჯვებით კი საოცნებო ბიზნესი რეალობად უკვე იქცა, ახლა მხოლოდ მომავალი გამარჯვებებისკენ და უფრო დიდი წარმატებისკენ მიმავალ გზას ვხედავ“.
Startap Drive „თეგეტა ჰოლდინგისა“ და Future Laboratory-ს მხარდაჭერით გასულ წელს დაიწყო და მონაწილეობის სურვილი 150-ზე მეტმა სტარტაპმა გამოთქვა. აქსელერაციის ეტაპებზე 20-ამდე სტარტაპი შეირჩა. მათ საშუალება ჰქონდათ, ბიზნესიდეაზე დარგობრივი სპეციალისტების დახმარებით ემუშავათ. ფინალურ ეტაპზე გადასული 7 მონაწილიდან კი გამარჯვება 3-მა სტარტაპმა მოიპოვა და, ჯამში, 200 000-ლარიანი დაფინანსება მიიღო.
აქსელერაციის პროგრამა ავტოინდუსტრიის მიმართულებით მომუშავე სტარტაპებისთვის პირველად განხორციელდა.
· საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...
კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...
საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...
თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით და კომპანია ისთერნფრომოუშენსის ორგანიზებით, 1-3 მაისს, თბილისი რიგით 28-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. როგორც ყოველთვის, წლევანდელი ფესტივალის სტუმრებიც მსოფლიოში წამყვანი ვა...
თიბისი კაპიტალმა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან - Fitch Ratings-თან და Scope Ratings-თან ერთად, კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებული შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრაში, სარეიტინგო კომპანიებთან ე...
თიბისი განაწილება მომხმარებლებისთვის ყოველი თვის ორმაგ თარიღში განსაკუთრებულ შეთავაზებებს აანონსებს. პირველად, დამატებითი სარგებლით ჩაფიქრებული სურვილების ასრულებას, 04/04 რიცხვში, ICR- ის და O...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები