მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...
· საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...
|
სულ მალე საქართველოში გაჩნდება ინოვაციური აპლიკაცია CARTUNE, რომელიც ავტომომხმარებლებსა და ავტოხელოსნებსერთმანეთთან დააკავშირებს. როგორც აღმოჩნდა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების, თომა ფირცხელანისა და მიხეილ თენიეშვილის, ერთი წლის წინათ გაჩენილი სტარტაპიდეა, იმაზე მალე იქცევა რეალობად, ვიდრე მათ წარმოედგინათ. სწორედ CARTUNE გახდა „თეგეტა ჰოლდინგისა“ და Future Laboratory-ს სააქსელერაციო პროგრამა Startup Drive-ის მთავარი საპრიზო ადგილისა და 100 000-ლარიანი დაფინანსების მფლობელი. ამ გამარჯვებით ახლა უკვე შვიდი სტუდენტისგან შემდგარი გუნდისთვის ძალიან შორეული და საოცნებო ბიზნესის დასაწყისი ხვალინდელი დღის გეგმად იქცა.
თომა ფირცხელანი, სტარტაპ CARTUNE-ის თანადამფუძნებელი: „დღეს ყველა მცირე ბიზნესს სტარტაპს ეძახიან, თუმცა ეს ასე არარის. მგონია, რომ, სანამ საკუთარ სტარტაპს არ შექმნი, ვერ მიხვდები, ზუსტად რაზეა საუბარი. შესაბამისად, როგორც კი Startup Drive-ის კონკურსის შესახებ გავიგე, გადავწყვიტე,მონაწილეობა მიმეღო. ასე გაჩნდა და დამუშავდა CARTUNE-ის იდეა. მაგრამ მხოლოდ იდეა არაფერს ნიშნავს, მთავარია, როგორ ემსახურები მას. მადლიერები ვართ, რომ „თეგეტამ“ დაინახა ჩვენი მონდომება, გაწეული შრომა და თავდადება. ეს გამარჯვება დიდი პასუხისმგებლობაა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ღირსეულად ვიტვირთოთ ის“.
თუმცა, შრომისა და თავდადების გარდა, მთავარი,რის გამოც ჟიურიმ CARTUNE გამარჯვებულადდაასახელა, ინოვაციური იდეა და პერსპექტივაა. სტარტაპის მიზანი ავტოინდუსტრიაში Airbnb-ის შინაარსის აპლიკაციის შექმნაა, რომელიც ცხოვრებას გაუადვილებს როგორც ავტომობილის მფლობელებს, ისე ავტოხელოსნებს. ეს იქნება ერთგვარი პლატფორმა, რომელიც მომხმარებელსძიების სწრაფ და მარტივ პროცესს შესთავაზებს. აპლიკაციით შესაძლებელი იქნება ავტომობილის ხელოსნების შედარება ფასის, ადგილმდებარეობის,თავისუფალი ადგილისა და სანდოობის მიხედვით. სანდოობას კი მომხმარებლის მიერ დაწერილი რეიტინგი განსაზღვრავს.
თომა ფირცხელანი, სტარტაპ CARTUNE-ის თანადამფუძნებელი: „მსოფლიოში CARTUNE-ის ანალოგი, რის მიხედვითაც შეგვიძლია პერსპექტივაზე ვიმსჯელოთ, უკვე არსებობს. bookmygarage.com ბრიტანული სტარტაპია, რომელიც 6 მილიონი ავტომობილის მძღოლსა და 20,000 ავტოსახელოსნოს ემსახურება, რაც,თავის მხრივ, ბრიტანული ავტოსერვისების ბაზრის 20%-ს გულისხმობს. ჩვენ ვაკვირდებით მათ განვითარებას, ბევრს ვსწავლობთ მათგან და ვცდილობთ, საქართველოს მოსახლეობას არანაკლებ ინოვაციური პროდუქტი შევთავაზოთ.
მოგებული 100 000 ლარი კი გვაძლევს საშუალებას, მეტად განვავითაროთპროდუქტი, რათა ზუსტად დავინახოთ მომხმარებლის ის პრობლემა, რომლის გადაჭრასაც ვცდილობთ. 6 თვის ვადაში უკვე გვექნება მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული პლატფორმა, სადაც 200-ზე მეტი ავტოსახელოსნო იქნება რეგისტრირებული და რომელიც მძღოლების ყოველდღიურობას გაცილებით გაამარტივებს. 6 თვის შემდეგ კიუკვე მზად ვიქნებით, დავიწყოთ გლობალური ბაზრის ათვისება“.
Startup Drive-ის ფარგლებში, ინოვაციური იდეის მქონე გუნდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ სამთვიან სააქსელერაციო პროგრამაში. როგორც თომა ამბობს, სწორედ ამ პერიოდმა, დაგროვილ გამოცდილებასთან ერთად, მნიშვნელოვანი კონტაქტები შესძინა, რომლებსაც დღემდე იყენებენ სტარტაპის სწორად განვითარებისთვის.
დიდ გამარჯვებასთან ერთად, CARTUNE-ის გუნდის მიზნებიც უფრო დიდი და ამბიციური გახდა. სჯერათ, რომ მომავალში საქართველოს ფარგლებსაცგასცდებიან და რეგიონში მეზობელ ქვეყნებსშესთავაზებენ ინოვაციურ პლატფორმას.
თომა ფირცხელანი, სტარტაპ CARTUNE-ის თანადამფუძნებელი: „ეს გამარჯვება ჩვენთვის არის ინდიკატორი, რომელიც გვაჩვენებს, რომ განვითარების სწორ გზაზე ვდგავართ. ახლა ყველაფერი ნათელია, თუმცა ყოველთვის ასე არ იყო. როცა იდეაზე და მის განხორციელებაზე ფიქრს იწყებ, არ არის აუცილებელი, გზას მთლიანად ხედავდე. მეტიც, ცხოვრებაში ძალიან იშვიათია, გზა ნათლად ჩანდეს. მაგრამ ყოველთვის შეიძლება წარმოიდგინო, რა ხდება ერთი ნაბიჯით წინ. ნუ იდგებით ერთ ადგილზე, გადადგით ეს ნაბიჯი, მერე კიდევ ერთი და გზაც აუცილებლად გამოჩნდება“.
Startap Drive „თეგეტა ჰოლდინგისა“ და Future Laboratory-ს მხარდაჭერით გასულ წელს დაიწყო და მონაწილეობის სურვილი 150-ზე მეტმა სტარტაპმა გამოთქვა. აქსელერაციის ეტაპებზე 20-ამდე სტარტაპი შეირჩა. მათ საშუალება ჰქონდათ, ბიზნესიდეაზე დარგობრივი სპეციალისტების დახმარებით ემუშავათ. ფინალურ ეტაპზე გადასული 7 მონაწილიდან კი გამარჯვება 3-მა სტარტაპმა მოიპოვა და, ჯამში, 200 000-ლარიანი დაფინანსება მიიღო.
აქსელერაციის პროგრამა ავტოინდუსტრიის მიმართულებით მომუშავე სტარტაპებისთვის პირველად განხორციელდა.
· საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...
კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...
საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...
თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით და კომპანია ისთერნფრომოუშენსის ორგანიზებით, 1-3 მაისს, თბილისი რიგით 28-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. როგორც ყოველთვის, წლევანდელი ფესტივალის სტუმრებიც მსოფლიოში წამყვანი ვა...
თიბისი კაპიტალმა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან - Fitch Ratings-თან და Scope Ratings-თან ერთად, კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებული შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრაში, სარეიტინგო კომპანიებთან ე...
თიბისი განაწილება მომხმარებლებისთვის ყოველი თვის ორმაგ თარიღში განსაკუთრებულ შეთავაზებებს აანონსებს. პირველად, დამატებითი სარგებლით ჩაფიქრებული სურვილების ასრულებას, 04/04 რიცხვში, ICR- ის და O...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები