0 2 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ჩემთან ნაცემი რომ მოდიოდა, ვეუბნებოდი მოეთმინა, ამის გამო ოჯახი არ დაენგრია... ჩემნაირი დედებისთვის რაიმე სასჯელი არ არსებობს? ჩემი ხელით მოვკალი შვილი..."

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ იურისტი ცირა ჯგერენაია სოციალურ ქსელში წერს:

 

„უკვე რამდენიმე წელია, ჩემს სამსახურის ტელეფონზე დღეში რამდენიმე ზარი შემოდის. ძირითადად ქალები მირეკავენ და მათზე ძალადობის ამბებს მიყვებიან. ბევრნაირი ამბავი მაქვს მოსმენილი, მაგრამ არის ერთი ისეთი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. ხმის მიხედვით შუახნის ქალი იყო და მითხრა რომ მის ქალიშვილზე წლების მანძილზე ძალადობდა ქმარი.

ჩემთანაც გამოქცეულა ბევრჯერ, რამდენჯერმე თვალიც ჰქონდა ჩალურჯებული, მე კი ვეუბნებოდი, რომ უნდა მოეთმინა და ოჯახი არ უნდა დაენგრია. არაუშავს, ახლაც შეგვიძლია მივმართოთ პოლიციას, მე დაგეხმარებით, არ არის გვიანი. გვიანია შვილო, დიდი ხანია ციხეშია უკვე, მომიკლა შვილი მაგ ნაძირალამ. იქნებ რამით შემიძლია დახმარება? მე მარტო იმის კითხვა მინდოდა, ჩემნაირი დედებისთვის რამე სასჯელი არ არსებობს? მეც რომ ჩამსვან ციხეში? ჩემი ხელით მოვკალი ჩემი შვილი.

მგონი, პირველად არ ვიცოდი რა მეთქვა. ის ტიროდა და მე ხმას ვერ ვიღებდი. როცა ასეთ ამბებს ვყვები, ზოგს ისე დაუჯერებლად ეჩვენება, ჰგონიათ რომ ვიგონებ ან ვაბუქებ, არადა სამწუხაროდ არასოდეს დამჭირვებია ერთი სიტყვის დამძიმებაც კი, პირიქით“, – წერს „საფარის“ იურისტი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები