2 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდი Zeekr-ი საჯარო სააქციო კომპანია გახდა

საერთაშორისო ბრენდი Zeekr-ი, რომელიც პრემიუმ კლასის ელექტრომობილებს აწარმოებს, უკვე ოფიციალურად გახდა საჯარო სააქციო კომპანია. მისი აქციები, სახელწოდებით "ZK", ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე უკვე ოფიციალურად ივაჭრება.

Zeekr-ი, როგორც საჯარო სააქციო კომპანია, გეგმავს,მუდმივად გააუმჯობესოს შიდა კონტროლი, კორპორაციული მმართველობა და შესაბამისობა გლობალურ ნორმატიულ მოთხოვნებთან.

ენდი ანი, Zeekr Technology-ს აღმასრულებელიდირექტორი და Geely Holding-ის პრეზიდენტი:„Zeekr-ის შესვლა მსოფლიოს ყველაზე აქტიურ, დინამიკურ და გავლენიან კაპიტალის ბაზარზე მნიშვნელოვანი ფურცელია ჩვენი კომპანიისთვის გლობალური მასშტაბით. დღეს Zeekr ხდება ჭეშმარიტად გლობალური საწარმო, რომელიც მზად არის, სწრაფად გაფართოვდესდა დააკმაყოფილოს მთელ მსოფლიოში ელექტრომობილებზე მზარდი მოთხოვნა“.

Zeekr-ის შესახებ

Zeekr-ი  Geely Holding Group-ში შემავალი გლობალური ბრენდია, რომელიც პრემიუმ კლასის მაღალტექნოლოგიურ ელექტრომობილებს აწარმოებს.  Zeekr-მა ავტომობილების წარმოება 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო, რის შემდეგაც კომპანიამ უკვე 240,000-ზე მეტი მანქანის რეალიზაცია შეძლო, მათ შორის Zeekr 001, Zeekr 001 FR, Zeekr 009 MPV და  Zeekr X. 

კომპანია Zeekr-ი მოწოდებულია, შექმნას სრულად ინტეგრირებული,  მომხმარებელზე ორიენტირებული ეკოსისტემა ინოვაციების გამოყენებით, რომელიც საბოლოოდ კომპანიის სახელმძღვანელო სტანდარტად გარდაიქმნება. ბრენდი იყენებს SEA (Sustainable Experience Architecture) მოდულური ელექტრო ავტომობილის პლატფორმას, რომელიც შექმნილია Geely Automobile Holdings-ის მიერ, გარდა ამისა ფლობს აკუმულატორების წარმოების საკუთარ ტექნოლოგიებს, აკუმულატორების მართვის სისტემებს, ელექტროძრავის ტექნოლოგიებსა და ელექტრომობილების მიწოდების უწყვეტ ჯაჭვს. Zeekr-ის ღირებულებებია თანასწორობა, მრავალფეროვნება და მდგრადობა. 

Zeekr-ის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები განლაგებულია შვედეთში, კერძოდ  გოტებურგში, ხოლო ჩინეთში - შანხაისა და ნინგბოში. ბრენდი ამაყობს თავისი უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობით და მსოფლიო დონის გამოცდილებით. გოტებურგსა და შანხაიში დაფუძნებულ Zeekr-ის გლობალური დიზაინის განყოფილებაში (Zeekr Global Design) მუშაობს საერთაშორისო ექსპერტების გუნდი.

კომპანიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ გეგმავს ავტომობილების რეალიზაციას ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში. ელექტრომობილებზე სწრაფად მზარდი გლობალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ბრენდს მომდევნო 5 წლის განმავლობაში საკმაოდ ამბიციური განვითარების გეგმა აქვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...