0 2 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„მეც ხო მყავს დედა და შვილები, საჯიჯგნად მიმაგდეს ამ ხალხთან ტელევიზიებმა, ზუსტად იცოდნენ, რომ ამას ეს რეაქცია მოჰყვებოდა“ – მამა შალვა კეკელია

მეც ხო მყავს დედა და შვილები, საჯიჯგნად მიმაგდეს ამ ხალხთან ტელევიზიებმა, ზუსტად იცოდნენ, რომ ამას ეს რეაქცია მოჰყვებოდა – ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ ჯორჯიან თაიმსის ეთერში განაცხადა.

სამართლებრივ ფორმაში ვერაფრით ვერ შევალ, ადამიანი რომელიც არ მოგწონს წინა ხელისუფლებიდან, ადამიანის ჩაგვრა, ტანჯვა, დამცირება და ამის გამო ჩვენ გავუშვით წინა ხელისუფლება… არ შეიძლება ბოროტებას ბოროტებით უპასუხო. ჩვენს ქვეყანაში უნდა დადგეს სამართლებრივი ზომები. ჩემი ნათქვამი, ჩემმა ძალიან ახლობელებმაც ვერ გაიგეს, მეც რომ მოვუსმინე ვერც მე გავიგე და ის მონაკვეთი ჩემთვისაც მიუღებელია, მაგრამ მერე განვმარტე ჩემს ლაივში, ესე რომ არ ყოფილიყო არ ვისაუბრებდი ამ თემასთან დაკავშირებით. როცა ვლაპარაკობთ, ადამიანზე და ვამბობთ – მას დედა ჰყავს, შვილები ჰავს, მათ გული სტკივათ – მეც ხო მყავს დედა და შვილები, საჯიჯგნად მიმაგდეს ამ ხალხთან ტელევიზიებმა, ზუსტად იცოდნენ, რომ ამას ეს რეაქცია მოჰყვებოდა. სათაურიც და მონაკვეთიც ისე იყო ამოჭრილი – ეს შეგნებულად იყო გაკეთბული, როცა სხვის მშობლებზე და შვილებზე ვლაპარაკობთ, მეც ხო შვილები მყავს, ჩემს შვილებსაც ხომ კლასელები ჰყავთ, ჩემი შვილებიც ხომ ამ საზოგადოებაში არიან განაცხადა შალვა კეკელიამ.

ცნობისთვის რამდენიმე დღის წინ გავრცელდა მამა შალვა კეკელიას ინტერვიუ „ობიექტივის“ ეთერში, სადაც სასულიერო პირი საკუთარ განცდებზე საუბრობდა.

„რამდენიმე კვირის წინ, დაახლოებით 1 თვის წინ მონასტერში ვიყავი წასული, ჩემთვის განვმარტოვდი, ტყეში ვიყავი ასული მარტო… შევედი ტყეში, ჩემი ადგილი მაქვს რაღაც, სკამი ბუნებრივად გაკეთებული, ჩამოვჯექი და ჩემთვის ვლოცულობდი და რაღაცებს ვფიქრობდი, ვლაპარაკობდი ვფიქრობდი ჩემთვის რაღაცებს და ერთ-ერთ ადამიანზე უცებ წამომივიდა ძაან ცუდი ფიქრები, მეთქი, ღმერთო, რატო არ კვდება ეს ადამიანი. მოკვდეს მეთქი ეს ადამიანი რომ აი ამდენი ცუდი და რაღაც აი ეს ფიქრები, წარმოიდგინეთ, მღვდელს წამოუვიდა ეს საშინელი ფიქრები რომ ადამიანის სიკვდილზე დავიწყე ფიქრი, – ამბობდა შალვა კეკელია.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები