0 2 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მედიცინა

გრიპის საწინააღმდეგო აცრა ოქტომბრის განმავლობაში უნდა ჩატარდეს! - ჯანდაცვის სამინისტრო

ჩამოტვირთვა

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და გრიპზე ეპიზედამხედველობის თემაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით ოქტომბერი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად საუკეთესო პერიოდია.

გრიპის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა ვაქცინაცია. გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებებს, შესაბამისად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება ყოველწლიურად უნდა მოხდეს. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულია ჯანდაცვის მუშაკებისა და გრიპის სერიოზული გართულებების განვითარების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების ვაქცინაცია, ყოველ წელს, გრიპის სეზონის დაწყებამდე.

2018-2019 წლების გრიპის სეზონისათვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისათვის სახელმწიფოს მიერ მაღალ რისკ ჯგუფებად განისაზღვრა:

✔ორსულები;
✔18 წლამდე დიაბეტით დაავადებულნი;
✔დიალიზზე მყოფი პირები;
✔ბავშთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადარნი და მათი მომსახურე პერსონალი;
✔C ჰეპატიტით დაავადებული პირები, რომლებიც გადიან ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობის კურსს;
✔აივ ინფიცირებული პირები;
✔სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების სამსახურების თანამშრომლები.

დღეისთვის გრიპის ვირუსი საქართველოში არ ცირკულირებს, თუმცა 200-მდე სხვა ვირუსს შეუძლია გამოიწვიოს გრიპისმაგვარი დაავადება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 2018-2019 წლის სეზონისთვის სახელმწიფომ 40 935 დოზა ვაქცინა შეიძინა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები