0 1 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რომის პაპის - "ვიწვევ ყველა ეკლესიის მეთაურს, ყველა ქრისტიანულ თემს, ყველა კონფესიის ქრისტიანს"

   რო­მის პაპ­მა მსოფ­ლიო ქრის­ტი­ა­ნებს მო­უ­წო­და, ერ­თობ­ლი­ვად ილო­ცონ, რათა კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია დას­რულ­დეს. ამ ინი­ცი­ა­ტი­ვით პონ­ტი­ფი­კო­სი ტრა­დი­ცი­უ­ლი საკ­ვი­რაო მი­მარ­თვი­სას გა­მო­ვი­და, რო­მე­ლიც უკვე მე­სა­მე კვი­რაა კა­რან­ტი­ნის გამო, მო­სახ­ლე­ო­ბას სა­ტე­ლე­ვი­ზიო პირ­და­პი­რი ეთე­რით მი­მარ­თავს.

 

"გა­მოც­დის ამ დღე­ებ­ში, რო­დე­საც მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბა პან­დე­მი­ის საფრ­თხეს შე­ე­ჯა­ხა, მინ­და ყვე­ლა ქრის­ტი­ანს შევ­თა­ვა­ზო, გა­ერ­თი­ან­დნენ ზე­ცის­და­მი მი­მარ­თვა­ში. ვიწ­ვევ ყვე­ლა ეკ­ლე­სი­ის მე­თა­ურს, ყვე­ლა ქრის­ტი­ა­ნულ თემს, ყვე­ლა კონ­ფე­სი­ის ქრის­ტი­ანს მივ­მარ­თოთ უზე­ნა­ესს ერ­თობ­ლი­ვი ლოც­ვით, წარ­მოვ­თქვათ "მა­მაო ჩვე­ნო“ 25 მარტს შუ­ა­დღით“ , - გა­ნა­ცხა­და პაპ­მა ფრან­ცი­კემ.

 

მი­სი­ვე თქმით, 27 მარტს, პა­რას­კევს თა­ვად შე­ას­რუ­ლებს ლოც­ვას წმინ­და პეტ­რეს ტაძ­რის აი­ვან­ზე. „ვირუ­სის პან­დე­მი­ას გვსურს ვუ­პა­სუ­ხოთ ლოც­ვი­სა და თა­ნაგ­რძნო­ბის პან­დე­მი­ით“ - გა­ნა­ცხა­და რო­მის პაპ­მა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები