0 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 84-მდე გაიზარდა

სომხეთში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ამრიგად, სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 84-ს შეადგენს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ამ დროისთვის 700-მდე ადამიანი იზოლაციაში იმყოფება და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს.

სომხეთში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა 16 მარტს გამოცხადდა და 14 აპრილამდე გასტანს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, საერთაშორისო მასშტაბით ახალი კორონავირუსის 198 178 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია 7 954 ადამიანი. ვირუსისგან განკურნება კი ამ დრომდე 81 960-მა პაციენტმა მოახერხა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები