0 2 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მელია ოხანაშვილის ცემის ფაქტზე: "ხელისუფალისთვის შეურაცხყოფის მიყენებაზე ციხეა, ოპოზიციისთვის თავ-პირის დამტვრევაზე - შარავანდედი"

"ხელისუფალისთვის შეურაცხყოფის მიყენებაზე ციხეა, ოპოზიციისთვის თავ-პირის დამტვრევაზე - შარავანდედი"- ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს და დეპუტატ ანრი ოხანაშვილის ცემის ფაქტს ეხმაურება:

"ერთმნიშვნელოვნად დასაგმობია სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი, მით უფრო მაშინ, როდესაც იმ პირსაც შვილები ახლავს, ვისაც შეურაცხყოფას აყენებენ და თავად შეურაცხმყოფელსაც.

უბრალოდ აქაც, ქართული ოცნების ხელში ორმაგი სტანდარტი აღორძინდა.

დეპუტატ ოხანაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ვინმე ვახტანგ რობაქიძე დააპატიმრეს, გაჩნდა ერთი მარტივი კითხვა - ვინმეს რომ ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მიეყენებინა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეუფარდებდნენ თუ არა იმ პირს პატიმრობას?

პასუხი კითხვაზე უფრო მარტივია - ცხადია არა. ნაცვლად ამისა, მოჰყვებოდნენ იმის მტკიცებას რომ ხალხი გამწარებულია და სხვას რას ელოდნენ, რომ იქნებ შეაგინა და ა.შ. მოკლედ, ყველაფერს იზამდნენ რომ მოძალადისთვის შარავანდედი დაედგათ პასუხისმგებლობის დაკისრების ნაცვლად.

ასეა, ხელისუფალისთვის შეურაცხყოფის მიყენებაზე ციხეა, ოპოზიციისთვის თავ-პირის დამტვრევაზე (ახალქალაქი, კორცხელი და ბევრი სხვა) - შარავანდედი"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები