2 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები იღებენ. პროექტი მოზარდებში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლებას ემსახურება.

ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის პირველი, სასკოლო რაუნდი გაიმართა, რომელზეც საქართველოს 11 რეგიონიდან 300-მდე სკოლა დარეგისტრირდა. ჯამურად კი ოლიმპიადაზე წელს, ქვეყნის მასშტაბით, 1300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მონაწილეთა 80%-ზე მეტი რეგიონებიდან იყო.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ქულების მქონე მოსწავლეები ეროვნულ რაუნდზე გადავლენ, რომელიც თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართება. ეროვნული რაუნდიდან გამოვლენილი საუკეთესო 10 მოსწავლე ინტენსიურ კურსსა და გადამზადებას საზაფხულო ბანაკში გაივლის. 5 საუკეთესო მოსწავლისგან  დაკომპლექტდება გუნდი კი, რომელიც საერთაშორისო რაუნდზე საბერძნეთში გაემგზავრება.

„საქართველოს ბანკი აგრძელებს ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას. მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ ეკონომიკის ოლიმპიადას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონკურსია სკოლის მოსწავლეებისთვის და ახალგაზრდებში ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლებასა და ეკონომიკური კუთხით ცოდნის გაღრმავებას ემსახურება. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ პროექტში მონაწილეობას იღებდნენ მოსწავლეები საქართველოს ყველა რეგიონიდან. ოლიმპიადის დახმარებით მათ ეძლევათ  საერთაშორისო კონკურსზე გასვლის და საკუთარი შესაძლებლობების კიდევ უფრო ფართო მასშტაბზე გამოვლენის შესაძლებლობა. იმედი გვაქვს, საერთაშორისო რაუნდში მოსწავლეები წარმატებას მიაღწევენ და მოწინავე პოზიციებს  დაიკავებენ“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, ეკონომიკის ოლიმპიადა ორგანიზაცია „საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივას“ (GELi) მიერ, საქართველოს ბანკის და Economic Fundamentals Initiative-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...