0 2 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ქობულეთში მომხდარი 20 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე ძებნილი პირი ბრიტანეთში დააკავეს

ქობულეთში  20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე ძებნილი პირი ბრიტანეთში დააკავეს განცხადება საქართველოს პროკურატურა აქვეყნებს.

"საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, 2023 წლის 18 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული გაერთიანებულ სამეფოში დააკავეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტურ უწყებას ბრალდებულის ექსტრადიციის შუამდგომლობით 2023 წლის 14 ივნისს მიმართა და შესაბამისი მასალები მიაწოდა. პროკურატურის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე და გაერთიანებული სამეფოს შესაბამისი სამსახურების მიერ გაწეული საქმიანობის შედეგად, ვესტმინსტერის მაგისტრატი მოსამართლის ბრძანების საფუძველზე დანაშაულის ჩამდენი პირი 2023 წლის 16 ივლისს დააკავეს და მას საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა"- ნათქვამია უწყების განცხადებაში. შეგახსენებთ რომ, გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე რამდენიმე პირია დაკავებული. სასტიკი მკვლელობა 18 მაისს მოხდა, ახალგაზრდა სოფელ ლეღვაში სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც ჭრილობები მიაყენეს, მოკლეს სემდეგ კი ცხედარი გადამალეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები