1 1 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბაიდენის თქმით რუსეთი უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებას განიხილავს

უკრაინის შეიარაღებულ ძალებმა სამშაბათს განაცხადეს, რომ ქვეყანა უნდა მოემზადოს რუსეთის მხრიდან სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის უფრო განურჩეველი დაბომბვისთვის. ამ ფონზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საჯაროდ თქვა, რომ მოსკოვი უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებას განიხილავს.

მტკიცებულებების მოყვანის გარეშე ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის ცრუ ბრალდებები იმის შესახებ, რომ კიევს აქვს ბიოლოგიური და ქიმიური იარაღი მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავად განიხილავს მათ გამოყენებას.

“ისინი ასევე ვარაუდობენ, რომ უკრაინას აქვს ბიოლოგიური და ქიმიური იარაღი უკრაინაში. ეს აშკარა ნიშანია იმის, რომ ის [პუტინი] განიხილავს ორივეს გამოყენებას”, – თქვა მან.

რუსეთის საელჩო ვაშინგტონში ამ დრომდე არ გამოხმაურებია „როიტერის“ მხრიდან კომანტარის მოთხოვნას.

ბაიდენმა ასევე მოუწოდა ბიზნესს, რომ ფხიზლად იყვნენ რუსეთის მხრიდან შესაძლო კიბერშეტევების მიმართ. “ეს არის რუსეთის ხელწერის ნაწილი”, – თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

რუსეთის არმიამ ოთხი კვირის განმავლობაში უკრაინის ვერცერთი დიდი ქალაქის დაკავება ვერ შეძლო. ამის გამო რუსული ჯარი სულ უფრო ხშირად მიმართავს საცხოვრებელი ტერიტორიების მასიურ განადგურებას საჰაერო დარტყმების, ბალისტიკური რაკეტების და არტილერიის გამოყენებით.

ქალაქი მარიუპოლი რუსეთის განურჩეველი დაბომბვის ყველაზე ცხელი წერტილია. ის თითქმის მთლიანად არის დანგრეული. რუსულ ჯარს მარიუპოლი ალყაში ჰყავს მოქცეული რის გამოც, ქალაქში დარჩენილ მოსახლეობას სურსათი, სასმელი წყალი და მედიკამენტები უთავდება. ამ ფონზე, რუსებმა გააძლიერეს თავდასხმები ქალაქ ხარკოვზეც.

წყარო: ამერიკის ხმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები