1 2 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კიევში ოკუპანტებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს - დაშავდა 2 ადამიანი

დღეს დილით კიევში ოკუპანტების მორიგი იერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დილის 6:00 საათზე, შევჩენკოვსკის რაიონში საჰაერო თავდასხმის დროს, რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

პარალელურად, უკრაინული მედიის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში განგაშის სიგნალი ისმოდა უკრაინის თითქმის ყველა ქალაქში.

სროლის და აფეთქების ხმა ისმოდა კიევთან ახლოს მდებარე რეგიონებში, ხარკოვსა და ოდესასთან მდებარე დასახლებულ პუნქტებში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები