1 1 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ავღანეთში ქალი ჟურნალისტი და ქალთა უფლებადამცველი აქტივისტი მოკლეს

ავღანეთში ქალი ჟურნალისტი და ქალთა უფლებადამცველი აქტივისტი მოკლეს. „როიტერის" ინფორმაციით, რადიოსა და ტელევიზიის ჟურნალისტი მალალაი მაივანდი ჯალალაბადში, მძღოლთან ერთად, მანქანაზე განხორციელებული თავდასხმის დროს მოკლეს.

როგორც პროვინციის გუბერნატორის პრესსპიკერმა განაცხადა, ჟურნალისტი ოფისისკენ მიდიოდა, როდესაც თავდასხმა განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. „თალიბანის" პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა დაჯგუფების თავდასხმასთან კავშირი უარყო.

მალალაი მაივანდი მეათე ჟურნალისტი გახდა, რომელიც მიმდინარე წელს ავღანეთში მოკლეს.

აღსანიშნავია, რომ ხუთი წლის წინ შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს მაივანდის დედა, რომელიც ასევე უფლებადამცველი აქტივისტი იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები