1 1 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

მსახიობი დიმა ჯაიანი გარდაიცვალა

   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, მსახიობი დიმა ჯაიანი გარდაიცვალა.
 
დიმა ჯაიანი სენაკში, 1950 წლის 20 აგვისტოს დაიბადა. 1973 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობით. 

1973 წლიდან იყო სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი და ამავე თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი; სპექტაკლებში განსახიერებული აქვს როლები: მეფე გიორგი("დიდოსტატის მარჯვენა"), მეფე ჰოკონ ჰოკონსენი(იბსენი, "ბრძოლა ტახტისათვის"), ელიზბარ ერისთვი(გ. ბათიაშვილის, "1832") და სხვა. გადაღებულია ფილმებში: "პირველი მერცხალი" (1975), "ოგარიოვის 6" (1980), "ვინ არის მეოთხე?" (1985). 

2013 წლიდან იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა კულტურის მინისტრი.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები