1 1 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ელექტრომობილი Geometry E ხელმისაწვდომ ფასად მხოლოდ Geely Sakartvelo-ს შოურუმში

„თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია Geely Sakartvelo მომხმარებელს ელექტრომობილ Geometry E-ს საუკეთესო ფასად სთავაზობს. ავტომობილის შეძენა შოურუმში, $22 500-ის ნაცვლად, $19 900 დოლარად არის შესაძლებელი.

Geometry E  ჰეჩბეკის ტიპის ავტომობილია და Geely-ს სამოდელო ხაზში ყველაზე ბიუჯეტური ელექტრომობილია. მას ერთი დამუხტვით 380-მდე კილომეტრის გავლა შეუძლია. ავტომობილის დასამუხტად, სწრაფი დამტენით, 30 წუთიც საკმარისია, სახლის პირობებში კი 6-7 საათი.

Geometry E-ს შეძენა Geely Sakartvelo-ს შოურუმში ყველაზე მაღალი კომპლექტაციითაა შესაძლებელი. მოდელი აღჭურვილია ტყავის სალონით, დიდი ზომის მონიტორით, ლედ ფარებით, უკანა ხედვის კამერითა და ლუქით. ელექტრომობილი წარმოდგენილია თეთრ ფერში და მის ელემენტზე მოქმედებს რვაწლიანი გარანტია, ხოლო ძირითად აგრეგატებზე - ოთხწლიანი.

გიორგი შაქარაშვილი, Geely Sakartvelo-ს კომერციული დირექტორი: „Geely Auto ქართულ ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ შემოვიდა, თუმცა მომხმარებელს ამ მცირე დროში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე შევთავაზეთ. Geely Sakartvelo-ს შოურუმში წარმოდგენილია უმსხვილესი საავტომობილო ბრენდის არაერთი მოდელი და მათ შორის არის ელექტრომობილი Geometry E. ის გამოირჩევა უსაფრთხოების სისტემებით და ქალაქში გადასაადგილებლად საკმაოდ კომპაქტური, რბილი და უხმაუროა. Geometry E-ს შეძენისას მომხმარებელი საწვავის ხარჯთან ერთად თანხას სერვისშიც დაზოგავს, რადგან ელექტრომობილს, შიდაწვისძრავიან ავტომობილთან შედარებით, არ გააჩნია  ბევრი ისეთი ნაწილი, რომლებიც ხშირად ფუჭდება.

Geely Sakartvelo-სთვის პრიორიტეტია, რომ მომხმარებლისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური მოდელები. ამჯერად განსაკუთრებული შეთავაზება Geometry E-ს შეეხება. ჩვენს შოურუმში მისი შეძენა ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი. ამასთანავე, აღვნიშნავ, რომ Fleet-ის ყველა მოდელზე, ასევე საცალო გაყიდვებზე, მოქმედებს 0%-იანი თეგეტა ლიზინგი ერთი წლის ვადით“.

თეგეტას 0%-იანი ლიზინგი „ფლიტის“ ყველა მოდელზე, მათ შორის Coolray-ზე, Monjaro-სა და Emgrand-ზეც ვრცელდება. Geely Auto-ს ბრენდის ავტომობილები განსაკუთრებით ხელსაყრელია  კომპანიებისთვის, რადგან კომფორტი ავტომობილის ფასს აღემატება. ამას ადასტურებს  Europcar Georgia-სთან თანამშრომლობაც, რომელიც ბრენდის ბაზარზე შემოსვლისთანავე დაიწყო. Geely-ს ავტომობილებზე მოთხოვნა დიდია, როგორც დღიურ გაქირავებაზე, ისე საოპერაციო მიმართულებით. ამ დროისთვის Europcar-ის ავტოპარკში Geely-ს მხოლოდ ქროსოვერი და მაღალი გამავლობის ავტომობილებია, თუმცა სამომავლოდ იგეგმება როგორც ბენზინის, ისე  ელექტროძრავზე მომუშავე სედანების შესყიდვა.

Geely Sakartvelo-ს შოურუმში ამ ეტაპზე წარმოდგენილია Geely-ს სამოდელო ხაზის ყველა კატეგორიის ავტომობილი, ბენზინისა და ელექტროძრავზე მომუშავე მანქანები - SUV, სედანები, ჯიპები, ქროსოვერები და პიკაპები.

Geely Holding მრავალეროვნული საავტომობილო ბრენდია, რომელიც ჩინეთში მეშვიდე ადგილს იკავებს უმსხვილეს ავტომწარმოებლებს შორის. ბრენდის ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით. Geely Auto-მ 2024 წლის პირველი ნახევარი გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლით დაასრულა.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „Geely Sakartvelo“ ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. ის ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely Auto-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. Geely Auto-ს ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები