1 2 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ZEEKR საქართველო“ - კიდევ ერთი მსოფლიო გიგანტი „თეგეტა ქარსის“ პორტფელში

„თეგეტა ქარსმა“ ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდი, ZEEKR, ქართველ მომხმარებელს ოფიციალურად წარუდგინა. ახალი საავტომობილო ბრენდის პრეზენტაციას, რომელიც „ფალესტრაში“ გაიმართა მედიის წარმომადგენლები, საერთაშორისო სტუმრები ZEEKR-ის გლობალური წარმომადგენლობიდან და კომპანიის პარტნიორები ესწრებოდნენ. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ბრენდის სამი წამყვანი მოდელი - ZEEKR 001, ZEEKR X და  ZEEKR 007 - პირველებს ენახათ და შეეფასებინათ.

გიორგი შაქარაშვილი, „ZEEKR საქართველოს“ კომერციული დირექტორი:  „საავტომობილო სფეროში ელექტრომიმართულების განვითარების ხელშეწყობას „თეგეტა ქარსი“ უფრო თამამი ნაბიჯებით აგრძელებს. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ შესაძლებლობა გვაქვს, ქართველ მომხმარებლებს კიდევ ერთი, სრულიად ახალი, ინოვაციური ბრენდი წარვუდგინოთ. ZEEKR არის სრულად ელექტრული პრემიუმ ბრენდი, რომელიც დაფუძნებულია ნულოვანი გამონაბოლქვის იდეაზე მაღალი კლასის ავტომობილების მიმართულებით.

„თეგეტა ქარსი“ მომხმარებლის მოთხოვნას ყოველთვის სწავლობს და შესაბამისად მოქმედებს. ქართულ ბაზარზე ZEEKR-ის მოდელების მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალი იყო. პრემიუმ კლასის ელექტრომობილებს საქართველოში საიმედო პარტნიორი სჭირდებოდა და გადავწყვიტეთ, ჩვენ ვყოფილიყავით პირველები, ვინც ZEEKR-ის ბრენდს ოფიციალურად წარმოადგენდა.

ამჟამად მიმდინარეობს შოურუმის მშენებლობაც და მალე მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, „ZEEKR საქართველოს“ ესტუმროს, მანამდე კი დროებით შოურუმში უკვე შესაძლებელია ZEEKR 001, ZEEKR X და ZEEKR 007-ის ხილვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შოურუმში წარმოვადგენთ  ZEEKR-ის მიერ სპეციალურად ევროპის ბაზრისთვის წარმოებულ ოფიციალურ მოდელებს, რომლებსაც ექნება ინგლისური ენა და CCS2-ის დამტენის პორტები, რაც საქართველოში ნებისმიერი მიმართულებით გადაადგილებას კომფორტულს გახდის“.

ZEEKR-ის ევროპული სტანდარტით შექმნილი მოდელები, ZEEKR 001 და ZEEKR X სმარტ დივაისის მსგავსად, მობილური ტელეფონით იმართება და აქვს მოდერნიზებული ანგარიში. ელექტრომობილები აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით - ადაპტირებული კრუიზკონტროლით, შეჯახების საწინააღმდეგო სისტემით, 14 კამერითა და რადარებით. ისინი გამოირჩევა სპორტული მახასიათებლებით, სტანდარტული და პნევმატიკური დაკიდების სისტემებით. ZEEKR-ის ბრენდის ელექტრომობილებს აქვს სიმაღლის რეგულირების საშუალება საფარის შესაბამისად და ასევე, მართვის ხუთი განსხვავებული რეჟიმი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილებს ერთი დამუხტვით 620 კილომეტრამდე გავლა შეუძლიათ, რაც საქართველოში ბაზარზე არსებულ ელექტრომობილებში რეკორდული მაჩვენებელია. გარდა ამისა მომხმარებელს შეუძლია ავტომობილის წინასწარი შეკვეთისას ექსტერიერის ფერი და დისკის ზომა საკუთარი სურვილით შეარჩიოს.

რაც შეეხება ZEEKR 007-ს  ის წარმოადგენს ელეგანტურობისა და მოწინავე ტექნოლოგიების კომბინაციას. სხვა მოდელების მსგავსად აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით. მულტიმედიური სისტემა გთავაზობთ ხმის მართვის ფუნქციას, რომელიც საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ მანქანის სხვადასხვა ფუნქციები თქვენი ხმით. ეს უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტ კომფორტს და უსაფრთხოებას მართვის დროს, რაც საშუალებას გაძლევთ დარჩეთ გზაზე ორიენტირებული.

ბრენდი, რომელიც 2021 წელს დაარსდა, სწრაფად ითვისებს ევროპულ ბაზარსა. ZEEKR-ის მოდელები უკვე იყიდება შვედეთში, გერმანიასა და ჰოლანდიაში.

„ZEEKR საქართველო“ მომხმარებელს ჰპირდება, რომ 2025 წლის დასაწყისიდან  001 მოდელის 1250-ცხენისძალიან ვერსიასაც შესთავაზებს, რომლის აჩქარებაც 1,9 წამია. პორტფელში ასევე დაემატება 7-ადგილიანი პრემიუმ კლასის სრულად ელექტრული მინივენი და კიდევ რამდენიმე ახალი მოდელი, შედეგად კი ინოვაციური ბრენდის სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი.

პირველი მოდელების ფასი, რომლებსაც „ZEEKR საქართველო“ წარმოადგენს, 35 000-დან 63 000-მდე დოლარის ეკვივალენტით ლარში მერყეობს და მათი გაყიდვები უკვე დაწყებულია.

 

--

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Cars ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და რეგიონში ავტოსფეროს განვითარებაზე ზრუნავს. მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობით, როგორიცაა Porsche, Mazda, Toyota, Volvo, Geely, Auto Gallery, Europcar, NIU, Indian – კომპანია მუდმივად ზრდის ხელმისაწვდომობას უსაფრთხო, კომფორტულ და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე. განახლებული პორტფელით კი მომხმარებელს ავტომობილებისა თუ მოტოტრანსპორტის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. რეგიონში ბრენდების შემოყვანისა და დამკვიდრების გარდა, კომპანია ზრუნავს, მომხმარებელს ყიდვის შემდგომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს. 14 წელია, „თეგეტა ქარსი“ არ წყვეტს განვითარებას და პროფესიონალი გუნდის დახმარებით საუკეთესო სივრცეს ქმნის ავტომოყვარულებისთვის.

---

Geely Holding Group 1986 წელს დაარსდა, ხოლო საავტომობილო ინდუსტრიაში 1997 წლიდან შევიდა. მას შემდეგ ბრენდის ისტორიაში არაერთი მნიშვნელოვანი თარიღი გამოიკვეთა. მათ შორის აღსანიშნავია ბრენდის მიერ Volvo Cars-ის შეძენა. გარდა Volvo Cars -ისა, Geely Group აერთიანებს ისეთ ავტომწარმოებლებს, როგორებიცაა: Smart, Polestar, Lynk & Co, Zeekr, Lotus და ა.შ

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები