1 2 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გერმანია არასდროს დაუჭერს მხარს ცეცხლის შეწყვეტას! რაც უკრაინის კაპიტულაციას ისახავს მიზნად – შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში მკაფიოდ დააფიქსირა ქვეყნის პოზიცია და განაცხადა, რომ გერმანია, არასდროს დაუჭერს მხარს ცეცხლის შეწყვეტას! რაც უკრაინის კაპიტულაციას ისახავს მიზნად.

“ჩემი აზრით, ცეცხლის შეწყვეტას, რომელსაც უკრაინის კაპიტულაცია აქვს მიზნად, გერმანიის მხრიდან არასდროს არ უნდა დავუჭიროთ მხარი”, – განაცხად შოლცმა.

მან პუტინის წინადადებას უცნაური უწოდა, ვინაიდან, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის იქნება მზად თუ “უკრაინა ასევე დათანხმდება შემდგომ ანექსიებს.”

გერმანიის კანცლერით თქმით, ეს იმას აჩვენებს, “რამდენად ცინიკურად აზროვნებენ იქ, და რომ რუსეთის ლიდერი არ აპირებს თავისი დაპყრობითი ომის შეწყვეტას”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები