1 4 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი - ადგილობრივი ფაქტორინგის საუკეთესო მომწოდებელი

თიბისი, ბრიტანული BCR publishing-ის მიერ ორგანიზებულ RFIx-ის დაჯილდოებაზე, ადგილობრივი ფაქტორინგის საუკეთესო მომწოდებლად დასახელდა.

 

ნომინაციაში, თიბისისთან ერთად, წარდგენილნი იყვნენ ისეთი მსხვილი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები, როგორებიც არიან: Beltone Leasing and Factoring, CaixaBank, TEB Faktoring და სხვები.

 

როგორც ღონისძიებაზე აღნიშნეს, წელს ჯილდო ინდუსტრიის იმ ლიდერებს გადაეცათ, რომლებიც ძლიერი ფინანსური შედეგებით გამოირჩევიან და რომლებმაც შეძლეს გამოწვევების შესაძლებლობად გარდაქმნა მუდმივად განვითარებად ბიზნეს გარემოში.

 

ჟიურიმ გამარჯვებულები შეაფასა არა მხოლოდ კომპანიის ზომისა და მომგებიანობის, არამედ ინოვაციურობის, გეოგრაფიული დაფარვის, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერის, მდგრადობის, მომხმარებლების კმაყოფილებისა და მოქნილი მომსახურების მიხედვით.

 

თიბისის პარტნიორებისთვის ფაქტორინგი სრულად ციფრულია. 2023  წელს პროდუქტი თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკშიც ჩაინტეგრირდა. ფაქტორინგის ბაზრის 68%-იანი წილით, თიბისი საქართველოში ლიდერი ბანკია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები