1 6 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

დეკემბრის ეკონომიკის წლიურმა ზრდამ 8.3% შეადგინა. სხვა ფაქტორებთან ერთად, საყურადღებოა, რომ მნიშვნელოვანი აღდგენა ფეროშენადნობების ექსპორტში დაფიქსირდა. მთლიანობაში, მაშინ როდესაც, მიგრაციის პიკი როგორც ჩანს უკვე გადავლილია, ჯამური წმინდა სავალუტო შემოდინებები მაინც გაიზარდა, რაც ლარის კურსზეც აისახა. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ სექტემბერ-ნოემბერში ვალუტის გაყიდვის მიმართულებით განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების შემდეგ, მართალია მცირე მოცულობით, მაგრამ დეკემბერში სებ-ის მიერ ვალუტის შესყიდვა დაფიქსირდა.

 

ამასთან, ინფლაცია კვლავ შემცირდა და იანვარში ნულოვანი მაჩვენებლით განისაზღვრა. ამ ფონზე, დეკემბერ-იანვარში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ჯამურად 1 პპ-ით შერბილდა. თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი 2024 წლის ბოლოსათვის 8.25-8.50%-ს შეადგენს.

 

ლარის კურსის კუთხით საყურადღებოა თურქული ლირის დამატებით გაუფასურება. ჩვენი ადრინდელი ანალიზის მიხედვით, სუსტი ლირა, თურქეთში ინფლაციის გათვალისწინებით, მართალია მოქმედებს საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო ბალანსის დინამიკაზე, თუმცა ჯამურ სავაჭრო ბალანსზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ იკვეთება. ეს იმით არის გამოწვეული, რომ უმეტეს შემთხვევაში, თურქული პროდუქცია უფრო მეტად კონკურირებს სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ იმპორტთან, ვიდრე ადგილობრივ წარმოებასთან. მთლიანობაში, 2 თებერვლის მდგომარეობით, ყველა ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორის ვალუტასთან მიმართებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი მის გრძელვადიან ტენდენციასთან შედარებით მცირედით, მაგრამ მაინც უფრო მეტად არის გამყარებული.

 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:

https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30006164-monthly-macro-update

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები