1 8 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლიბერთის თანადგომით, ცაგერის ისტორიული მუზეუმის ექსპოზიციაში ,,ვეფხისტყაოსნის“ 30 უნიკალური, ნაბეჭდი გამოცემა გამოიფინა.

 

ისტორიულ მუზეუმში“ ვეფხისტყაოსნის უნიკალური გამოცემები გამოიფინა, რაც ამავე მუზეუმისა და ლიბერთის ერთობლივი პროექტის ნაწილია. პროექტი სახელწოდებით „საუბრები ვეფხისტყაოსანზე“ მიზნად ისახავს მოზარდების ცოდნის ამაღლებას და შეხვედრას იმ ადამიანებთან, რომლებიც იშვიათ ცოდნას ფლობენ რუსთაველისა და მისი პოემის შესახებ. ამჯერად შეხვედრა ლევან თაქთაქიშვილთან გაიმართა, რადგან  მუზეუმში წარმოდგენილი „ვეფხისტყაოსნის“ თითოეული ეგზემპლარი, სწორედ  ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების ხელმძღვანელის პირადი კოლექციიდან იყო წარმოდგენილი.

 

" მეტად მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხრიდან კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა. ლიბერთის და ცაგერის ისტორიული მუზეუმის ჩართულბით  ცაგერის და მიმდებარე სოფლების სკოლების უფროსკლასელები  გაეცნენ ჩემი პირადი  კოლექციიდან  წარმოდგენილ განსაკუთრებით იშვიათ გამოცემებს.  მათ შორის  1943 წელს ბერლინში  გამოცემულ  ვეფხისტყაოსანს, რომელიც მინიატურული გამოცემაა და დამზადდა ქართველი ტყვეებისათვის რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს გადავიდნენ გერმანელების მხარეს. ამ გამოცემას აქვს საინტერესო  წინასიტყვაობა, სადაც გერმანელები,  ბოლშევიზმთან გამარჯვების შემდეგ, ქართველებს ევროპაში შესვლას პირდებოდნენ. ამჯერად, „ცაგერის ისტორიულ მუზეუმში“ მოსული დაინტერესებულ საზოგადოებას 30 უნიკალური წიგნის ნახვის შესაძლებლობა  მიეცა.

 - ლევან თაქთაქიშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი.

 

 

„ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულება განათლება და რეგიონებში საგანმანათლებლო პროექტების ხელშეწყობა გახლავთ.  რამდენიმე თვის წინ „ცაგერის ისტორიულ მუზეუმთან“ ერთად დავიწყეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი  „საუბრები ვეფხისტყაოსანზე“. ვფიქრობთ, ეს საოცარი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ცნობილი მეცნიერებისა და შემოქმედები ადამიანების დახმარებით გაეცნონ უნიკალურ ნაწარმოებს.  

პროექტი  მომავალშიც გაგრძელდება და წლის ბოლომდე კიდევ სამი სპიკერი ჩაატარებს თემატურ ლექციას და კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას ახლებურად გააცნობს რუსთაველის შემოქმედებას.  მომავალ წელს მსგავსი სახის პროექტს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოზარდებისთვისაც ვგეგმავთ და არაერთ მნიშვნელოვან პროექტს დავაანონსებთ“  - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.  

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები