1 6 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პარლამენტის წინ აღმართულია ეროვნული და ევროკავშირის დროშები, თუ ვინმე დროშას ეძებს, თვალები გაახილოს - თუ ვინმეს ელეთმელეთი ემართება ქართული დროშის დანახვაზე, დაჯდეს სახლში და 26 მაისს საერთოდ ნუ გამოვა ქუჩაში - შალვა პაპუაშვილი

 

"ფაქტი, რომ მედიაში ეს ტექსტი უფრო მალე აღმოჩნდა, ვიდრე ჩემთან აჩვენებს, აჩვენებს რა იყო მომართვის მიზანი, საზოგადოება კიდევ ერთხელ ხედავს, რამდენად არასეროზულია ოპოზიცია.

ევროპად ასახელებენ ისეთ საკითხებს, რომლებსაც არანაირი კავშირი აქვს ევროპასთან. ამ წერილის ინიციატორები ( ეს წერილი მე არ მიმიღია მედიით ვნახე) ეს ადამიანები პარლამენტის სხდომაზე გამოდიან და პათეტიკური ტონით საუბრობენ დეპოლარიზაციაზე და ამავე დროს, „ლელოს“ შეეხება განსაკუთრებით, გეგმავენ ხვალ, 26 მაისი ჩააშხამონ ქართველ მოქალაქეებს, მაშინ, როდესაც მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა ვიზეიმოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. დგანან და არარსებულ პრობლემებს იგონებენ, ამაზე შემდეგ თვითონ ნერვები ეშლებათ, შემდეგ თვითონვე იწყებენ ამაზე კამათს და სხვებსაც ნერვებს უშლიან. ასეთი დამოკიდებულება არასერიოზულია. იოტისოდენა პატივისცემაც კი არ აქვთ 26 მაისის და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ამაში ჩართულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები.

„გარდა ამისა, კიდევ უფრო მეტად იმედგამაცრუებელია, რომ ამ დეზეინფორმაციულ პროპაგანდაში ჩართულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ორგანიზაციები, რომლებზეც უცხო ქვეყნის ფული იხარჯება. ორგანიზაციები, რომელშიც დონორები ხარჯავენ ფულს, ეს ორგანიზაციები დგანან და საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ასეთ ისტერიას მართავენ და შემდეგ იმ დონორების წარმომადგენლები თუ საელჩოების წარმომადგენლები ხვალ ტრიბუნაზე ისხდებიან და აღლუმში მიიღებენ მონაწილეობას, ამის პარალერულად მათ მიერ დაფინასებული ენჯეოები ისტერიკას მოაწყობენ ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს არის ის დამოკიდებულება, რომელიც ადასტურებს არაკეთილსინდისიერ დახმარებას ქვეყნისთვის. უცხოური ქვეყნის ფული და მოქალაქეების ფული არ უნდა იხარჯებოდეს იმაში, რომ მასპინძელი ქვეყნის მოქალაქეებს ჩააშხამონ მისი ეროვნული დღესასწაული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის წინ აღმართულია ორი დროშა: საქართველოს ეროვნული დროშა და ევროკავშირის დროშა, „თუკი ვინმე დროშას ეძებს , თვალები გაახილოს და დაინახავს ამ დროშას“.

„რაც შეეხება დეკორაციებს, დეკორაციები ყოველ წელს თემატურია და ყოველ წელს შეესაბამება შესაბამის თემას. თუკი ვინმეს ელეთ-მელეთი ემართება ქართული დროშის დანახვაზე, დაჯდეს სახლში და 26 მაისს, საერთოდ ნუ გამოვა ქუჩაში, იმიტომ რომ ძალიანბევრ ქართულ დროშას დაინახავს საქართველოს ქუჩებში.

მივმართავ მოქალაქეებს, ჩვენს ოპოზიციას , ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ერთადერთი მიზანი აქვს , რამე მოიფიქრონ, რომ არიონ, ხალხს ნერვები მოუშალონ, ცუდ განწყობაზე დააყენონ . ხვალ უდიდესი ზეიმი გვაქვს, ჩვენი დამოუკიდებლობის დღე. აცადონ ქართველ ხალხს საკუთარი ეროვნული დღესასწაული აღნიშვნა. აცადონ, როგორც ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ, ასევე იმ ენჯოებმა, რომლებმაც უცხოური ფული სად წაიღონ არ იციან . ნაცვლად იმისა რომ საკუთარ მოქალქეებს ნერვები უშალონ, დასხდნენ თავის ოფისებში, დასხდნენ თავის სახლებში, თუკი ქართული დროში დანახვა არ სიამოვნებთ, იყვენ სახლში“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები