1 6 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"კატეგორიულად არ ვეთანხმები გაჟღერებულ ბრალდებებს"- ვალერი ცერცვაძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მის დასანქცირებას ეხმაურება

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ აღნიშნული მიზნად ისახავს სასამართლოში გავლენის მოპოვებას და მის სრულ დისკრედიტაციას, - ამის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 მოსამართლის, მათ შორის, მის დასანქცირებას ეხმაურება.

 

მისი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება აბსოლუტურად მცდარი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული.

 

„მსურს განვაცხადო, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები გაჟღერებულ ბრალდებებს. მინდა აღვნიშნო, რომ 6 წელია, რაც აღარ ვარ არც სასამართლო და არც ერთ სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე, შესაბამისად ჩემი, როგორც უვადო მოსამართლედ მოხსენიება აშკარად წარმოადგენს ფაქტების შეგნებულ დამახინჯებას. აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად მცდარი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება.

 

ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ არ არსებობს არცერთი ფაქტი და მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს გაჟღერებულ ბრალდებებს. მიმაჩნია, რომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული განცხადებები, ატარებს პოლიტიკურ შინაარსს.

 

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ აღნიშნული მიზნად ისახავს სასამართლოში გავლენის მოპოვებას და მის სრულ დისკრედიტაციას“, - წერს ვალერი ცერცვაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები