1 8 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი - მიშა, მინდა შეგპირდე, რომ არ გავჩერდებით, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი არ იქნება - არ ვაპირებთ ზეიმს, დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს

არ ვაპირებთ ზეიმს - დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს - მიშა [სააკაშვილი], მინდა შეგპირდე, რომ არ გავჩერდებით, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნება უზრუნველყოფილი,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, დღეიდან „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი შემართებით იწყებს რთულ, მაგრამ უწყვეტ ბრძოლას და მისი პარტია ღია იქნება ყველა ახალი ადამიანისთვის.

„ამ არჩევნებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამტკიცა, რომ მისი დამარცხება, ბრძოლის ველიდან გაყვანა უბრალოდ შეუძლებელია. ამ არჩევნებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამტკიცა, რომ არის არა რიგითი პარტია, არამედ, დიდი ერთობა დაუღალავი ხალხისა, რომელსაც გამარჯვება სწყურია ჩვენი ქვეყნისთვის. დავუმტკიცეთ ყველას - მტერსაც და მოყვარესაც, ყველას, ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ ერთგულები ვართ იმ ღირებულებების, რომელიც სათავეში ედო „ნაციონალური მოძრაობის“ დაფუძნებას. ერთგულები ვართ იმ ფასეულობების, რომელმაც შექმნა „ვარდების რევოლუცია“. დემოკრატია ჩვენთვის სიტყვის მასალა არ არის. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი პარტია საქართველოში, რომელიც საქმით ამტკიცებს დემოკრატიული, დასავლური ფასეულობების ერთგულებას და ეს არჩევნები ამის ნათელი და პირდაპირი გამოვლინებაა.

არ ვაპირებთ ზეიმს. დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს, როგორც ეს მიშამ და მისმა თანამებრძოლებმა გააკეთეს 2003 წელს. ჩვენ ვაპირებთ შრომას და ამ შრომაში არასდროს დავიღლებით. დღეიდან ახალი შემართებით ვიწყებთ რთულ, მაგრამ უწყვეტ ბრძოლას რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად. სწორედ ამიტომ, დღეიდან, „ნაციონალური მოძრაობა“ ღია იქნება ყველა ახალი ადამიანისთვის, ჩვენი ყველა, ძველი თუ ახალი თანამებრძოლისთვის, ვისაც თუნდაც ერთი აგურის დადება შეუძლია ამ ბრძოლაში. ეს გამარჯვება ეკუთვნის მიხეილ სააკავილს რომელიც ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის და მისი ბრძოლაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. ცხადია, პირველი გადაწყვეტილებების დაკავშირებული იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლასთან. მიშა, მინდა შეგპირდე, რომ არ გავჩერდებით, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის არ იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები