2 0 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ეს მოსამართლეები გაგასამართლებენ და ციხეში გიკრავენ თავს! – ფადი ასლის მიმართვა ივანიშვილს

”ᲫᲕᲘᲠᲤᲐᲡᲝ Ბ-ᲜᲝ ᲑᲘᲫᲘᲜᲐ,
ᲗᲣ ᲛᲔ ᲓᲦᲔᲡ ᲗᲥᲕᲔᲜ ᲐᲛ ᲬᲔᲠᲘᲚᲡ ᲒᲬᲔᲠᲗ, ᲘᲛᲘᲢᲝᲛ ᲐᲠᲐ, ᲠᲝᲛ ᲗᲥᲕᲔᲜᲒᲐᲜ ᲕᲔᲚᲘ ᲠᲐᲘᲛᲔ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲐᲡ; ᲐᲠᲐᲛᲔᲓ ᲘᲛᲘᲢᲝᲛ, ᲠᲝᲛ ᲛᲝᲠᲐᲚᲣᲠ ᲕᲐᲚᲓᲔᲑᲣᲚᲔᲑᲐᲡ ᲕᲒᲠᲫᲜᲝᲑ ᲒᲘᲗᲮᲠᲐᲗ ᲧᲕᲔᲚᲐᲤᲔᲠᲘ, ᲠᲐᲪ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲩᲔᲥᲛᲘᲡ ᲛᲚᲝᲙᲐᲕ ᲛᲠᲩᲔᲕᲚᲔᲑᲡ ᲓᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲡ ᲐᲜᲢᲣᲠᲐᲟᲡ ᲐᲥᲐᲛᲓᲔ ᲣᲜᲓᲐ ᲔᲗᲥᲕᲐᲗ, ᲞᲐᲢᲘᲝᲡᲜᲔᲑᲐ ᲠᲝᲛ ᲰᲥᲝᲜᲝᲓᲐᲗ.
ᲫᲐᲚᲐᲣᲤᲚᲔᲑᲐᲨᲘ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ 10-ᲬᲚᲘᲐᲜᲘ ᲧᲝᲤᲜᲘᲡᲐᲡ, ᲗᲥᲕᲔᲜ ᲛᲝᲘᲢᲐᲜᲔᲗ ᲙᲝᲠᲣᲤᲪᲘᲐ ᲓᲐ ᲜᲔᲞᲝᲢᲘᲖᲛᲘ, ᲨᲝᲕᲘᲜᲘᲖᲛᲘ ᲓᲐ ᲞᲠᲝᲢᲔᲥᲪᲘᲝᲜᲘᲖᲛᲘ, ᲙᲠᲘᲛᲘᲜᲐᲚᲘ ᲓᲐ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲐᲜᲒᲐᲠᲘᲨᲡᲬᲝᲠᲔᲑᲐ; ᲘᲡᲔ ᲓᲐᲧᲐᲕᲘᲗ ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲡᲐᲖᲝᲒᲐᲓᲝᲔᲑᲐ, ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲐᲠᲐᲡᲓᲠᲝᲡ ᲓᲐ ᲡᲘᲫᲣᲚᲕᲘᲚᲘ ᲓᲐᲜᲔᲠᲒᲔᲗ ᲝᲯᲐᲮᲘᲡ ᲬᲔᲕᲠᲔᲑᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ, ᲐᲮᲚᲝ ᲛᲔᲖᲝᲑᲚᲔᲑᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ, ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲔᲑᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲓᲐ ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲛᲔᲒᲝᲑᲠᲔᲑᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ, ᲣᲞᲠᲔᲪᲔᲓᲔᲜᲢᲝ ᲓᲝᲜᲔᲖᲔ ᲗᲐᲜᲐᲛᲔᲓᲠᲝᲕᲔ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐᲨᲘ.
ᲗᲥᲕᲔᲜ ᲛᲘᲘᲢᲐᲪᲔᲗ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝ ᲘᲛ ᲛᲝᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲔᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲜᲘᲨᲕᲜᲘᲗ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ ᲑᲠᲛᲐᲓ ᲛᲘᲧᲕᲔᲑᲘᲐᲜ ᲗᲥᲕᲔᲜᲡ ᲘᲜᲡᲢᲠᲣᲥᲪᲘᲔᲑᲡ, ᲪᲘᲮᲔᲨᲘ ᲙᲔᲢᲐᲕᲔᲜ ᲓᲐ ᲓᲔᲕᲜᲘᲐᲜ ᲗᲥᲕᲔᲜᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠ ᲝᲞᲝᲜᲔᲜᲢᲔᲑᲡ ᲓᲐ ᲔᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲘᲐᲜ, ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲗᲥᲕᲔᲜᲡ, ᲘᲡᲔ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲛᲭᲔᲠᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲗᲐᲜ ᲓᲐᲐᲮᲚᲝᲔᲑᲣᲚᲘ ᲞᲘᲠᲔᲑᲘᲡ ᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲔᲑᲡ; ᲗᲥᲕᲔᲜ ᲛᲘᲘᲢᲐᲪᲔᲗ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝ ᲘᲛ ᲘᲛᲔᲓᲘᲗ, ᲠᲝᲛ ᲫᲐᲚᲐᲣᲤᲚᲔᲑᲐᲨᲘ ᲛᲣᲓᲛᲘᲕᲐᲓ ᲓᲐᲠᲩᲔᲑᲘᲗ.
ᲙᲐᲠᲒᲘᲗ, ᲜᲣ ᲒᲐᲘᲮᲐᲠᲔᲑᲗ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝᲡ ᲙᲝᲜᲢᲠᲝᲚᲘᲡᲗᲕᲘᲡ, ᲓᲐ ᲒᲐᲮᲡᲝᲕᲓᲔᲗ, ᲠᲝᲛ ᲔᲡ ᲛᲝᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲔᲔᲑᲘ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲡᲐᲪ ᲐᲠ ᲒᲐᲐᲩᲜᲘᲐᲗ ᲔᲗᲘᲙᲐ, ᲛᲝᲠᲐᲚᲘ ᲓᲐ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲔᲑᲘ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ ᲐᲛᲐᲮᲘᲜᲯᲔᲑᲔᲜ ᲓᲐ ᲐᲣᲞᲐᲢᲘᲣᲠᲔᲑᲔᲜ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲘᲐᲜᲝᲑᲐᲡ, ᲠᲐᲗᲐ ᲓᲦᲔᲡ ᲗᲥᲕᲔᲜᲡ ᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲔᲑᲡ ᲔᲛᲡᲐᲮᲣᲠᲝᲜ, ᲘᲡ ᲛᲝᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲔᲔᲑᲘ ᲐᲠᲘᲐᲜ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ ᲐᲠᲐᲜᲐᲘᲠ ᲔᲠᲗᲒᲣᲚᲔᲑᲐᲡᲐ ᲓᲐ ᲒᲣᲚᲛᲝᲬᲧᲐᲚᲔᲑᲐᲡ ᲐᲠ ᲒᲐᲛᲝᲘᲩᲔᲜᲔᲜ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ ᲒᲐᲒᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲔᲑᲔᲜ ᲗᲥᲕᲔᲜ ᲓᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲗᲐᲜ ᲓᲐᲐᲮᲚᲝᲔᲑᲣᲚ ᲞᲘᲠᲔᲑᲡ ᲓᲐ ᲪᲘᲮᲔᲨᲘ ᲒᲘᲙᲠᲐᲕᲔᲜ ᲗᲐᲕᲡ, ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲙᲘ ᲛᲗᲐᲕᲠᲝᲑᲐ ᲨᲔᲘᲪᲕᲚᲔᲑᲐ; ᲩᲕᲔᲜ ᲛᲝᲬᲛᲔᲜᲘ ᲕᲐᲠᲗ ᲗᲣ ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲝᲘᲥᲪᲜᲔᲜ ᲐᲡᲔᲗᲘ ᲛᲝᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲔᲔᲑᲘ, ᲠᲝᲓᲔᲡᲐᲪ ᲛᲐᲗᲛᲐ ᲧᲝᲤᲘᲚᲛᲐ ᲣᲤᲠᲝᲡᲔᲑᲛᲐ ᲨᲔᲕᲐᲠᲓᲜᲐᲫᲔᲛ ᲓᲐ ᲡᲐᲐᲙᲐᲨᲕᲘᲚᲛᲐ ᲓᲐᲙᲐᲠᲒᲔᲡ ᲫᲐᲚᲐᲣᲤᲚᲔᲑᲐ, ᲓᲐ ᲐᲛᲘᲡ ᲛᲝᲬᲛᲔᲜᲘ ᲒᲐᲕᲮᲓᲔᲑᲘᲗ, ᲠᲝᲓᲔᲡᲐᲪ ᲗᲥᲕᲔᲜ ᲓᲐᲙᲐᲠᲒᲐᲕᲗ ᲫᲐᲚᲐᲣᲤᲚᲔᲑᲐᲡ.
ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲛᲭᲔᲠᲔᲑᲘ ᲐᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲜ, ᲠᲝᲛ ᲬᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲜᲫᲘᲚᲖᲔ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲥᲕᲔᲚᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲐ 3 ᲛᲘᲚᲘᲐᲠᲓ ᲓᲝᲚᲐᲠᲡ ᲨᲔᲐᲓᲒᲔᲜᲡ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲐᲠᲐᲕᲘᲜ ᲐᲮᲡᲔᲜᲔᲑᲡ ᲘᲛ ᲖᲘᲐᲜᲡ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲗᲥᲕᲔᲜ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲗ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲐᲡ ᲛᲝᲣᲢᲐᲜᲔᲗ, ᲓᲐ ᲔᲡ ᲨᲔᲤᲐᲡᲔᲑᲣᲚᲘᲐ 15 ᲛᲘᲚᲘᲐᲠᲓᲖᲔ ᲛᲔᲢ ᲐᲨᲨ ᲓᲝᲚᲐᲠᲐᲓ, ᲗᲣ 2013-2020 ᲬᲚᲔᲑᲨᲘ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲐ ᲓᲝᲚᲐᲠᲨᲘ ᲒᲐᲘᲖᲠᲓᲔᲑᲝᲓᲐ ᲡᲐᲨᲣᲐᲚᲝᲓ 7%-ᲘᲗ, ᲜᲐᲪᲕᲚᲐᲓ 0%-ᲘᲐᲜᲘ ᲖᲠᲓᲘᲡᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲒᲕᲥᲝᲜᲓᲐ. ᲪᲜᲝᲑᲘᲡᲐᲗᲕᲘᲡ, ᲡᲐᲐᲙᲐᲨᲕᲘᲚᲘᲡ ᲓᲠᲝᲡ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲐ 4-ᲯᲔᲠ ᲒᲐᲘᲖᲐᲠᲓᲐ 9 ᲬᲔᲚᲘᲬᲐᲓᲨᲘ, 2003 ᲬᲔᲚᲡ 4 ᲛᲘᲚᲘᲐᲠᲓᲘ ᲓᲝᲚᲐᲠᲘᲓᲐᲜ 2012 ᲬᲔᲚᲡ 16 ᲛᲘᲚᲘᲐᲠᲓ ᲓᲝᲚᲐᲠᲐᲛᲓᲔ.
ᲞᲘᲠᲐᲓᲐᲓ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲓᲐᲜᲘᲨᲜᲣᲚᲘ ᲞᲠᲔᲛᲘᲔᲠ ᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲘ ᲐᲪᲮᲐᲓᲔᲑᲡ, ᲠᲝᲛ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲛᲗᲐᲕᲠᲝᲑᲘᲡ „ᲑᲠᲫᲜᲣᲚᲘ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠᲘ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ“ ᲒᲐᲛᲝ, 10%-ᲘᲐᲜᲘ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠᲘ ᲖᲠᲓᲐ ᲒᲕᲔᲥᲜᲔᲑᲐ 2022-ᲨᲘ. ᲕᲬᲣᲮᲕᲐᲠ, ᲠᲝᲛ ᲘᲛᲔᲓᲔᲑᲘ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲒᲘᲪᲠᲣᲝᲗ ᲗᲥᲕᲔᲜᲪ ᲓᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲡ ᲛᲘᲔᲠ ᲓᲐᲜᲘᲨᲜᲣᲚ ᲞᲠᲔᲛᲘᲔᲠ ᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲡᲐᲪ. ᲔᲡ ᲖᲠᲓᲐ ᲐᲠ ᲐᲠᲘᲡ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ „ᲑᲠᲫᲜᲣᲚᲘ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠᲘ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ“ ᲨᲔᲓᲔᲒᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ 2012 ᲬᲚᲘᲓᲐᲜ ᲐᲠ ᲨᲔᲪᲕᲚᲘᲚᲐ, ᲐᲠᲐᲛᲔᲓ ᲨᲔᲓᲔᲒᲘᲐ ᲣᲙᲠᲐᲘᲜᲐᲨᲘ ᲝᲛᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲘᲛ ᲠᲣᲡᲘᲡᲐ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ 2022 ᲬᲚᲘᲡ ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲚᲘᲓᲐᲜ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲠᲘᲪᲮᲐᲕᲔᲜ ᲗᲐᲜᲮᲔᲑᲡ ᲓᲐ ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲛᲐᲪ ᲗᲐᲕᲘᲐᲜᲗᲘ ᲑᲘᲖᲜᲔᲡᲘ ᲒᲐᲓᲛᲝᲘᲢᲐᲜᲔᲡ ᲐᲛ ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐᲨᲘ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲡᲐᲜᲥᲪᲘᲔᲑᲘᲡᲒᲐᲜ ᲗᲐᲕᲘᲡ ᲐᲡᲐᲠᲘᲓᲔᲑᲚᲐᲓ.
ᲨᲔᲓᲐᲠᲔᲑᲘᲡᲐᲗᲕᲘᲡ, ᲡᲝᲛᲮᲔᲗᲘᲡ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲐ, ᲛᲘᲣᲮᲔᲓᲐᲕᲐᲓ ᲛᲐᲗᲘ ᲝᲛᲘᲡᲐ ᲐᲖᲔᲠᲑᲐᲘᲯᲐᲜᲗᲐᲜ ᲐᲛ ᲬᲔᲚᲡ, 13%-ᲘᲗ ᲒᲐᲘᲖᲠᲓᲔᲑᲐ 2022 ᲬᲚᲘᲡ ᲑᲝᲚᲝᲛᲓᲔ, ᲠᲣᲡᲣᲚᲘ ᲤᲣᲚᲘᲡ ᲨᲔᲛᲝᲓᲘᲜᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲠᲣᲡᲘ ᲑᲘᲖᲜᲔᲡᲛᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲧᲐᲚᲝᲑᲘᲗ, ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲡᲝᲛᲮᲔᲗᲘᲡ ᲔᲠᲝᲕᲜᲣᲚᲛᲐ ᲑᲐᲜᲙᲛᲐ ᲒᲐᲜᲐᲪᲮᲐᲓᲐ.
ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲛᲗᲐᲕᲠᲝᲑᲘᲡ ᲐᲠᲐᲜᲐᲘᲠᲘ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ ᲐᲠ ᲧᲝᲤᲘᲚᲐ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲬᲘᲜᲡᲕᲚᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲨᲔᲛᲣᲨᲐᲕᲔᲑᲣᲚᲘ, ᲐᲠᲐᲛᲔᲓ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲔᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ ᲨᲔᲛᲣᲨᲐᲕᲔᲑᲣᲚ ᲘᲥᲜᲐ ᲛᲮᲝᲚᲝᲓ ᲓᲐ ᲛᲮᲝᲚᲝᲓ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲫᲐᲚᲐᲣᲤᲚᲔᲑᲐᲨᲘ ᲣᲤᲠᲝ ᲓᲘᲓ ᲮᲐᲜᲡ ᲓᲐᲢᲝᲕᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ.
ᲗᲥᲕᲔᲜ ᲓᲐᲘᲥᲘᲠᲐᲕᲔᲗ ᲐᲗᲝᲑᲘᲗ ᲐᲗᲐᲡᲘ ᲣᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝ ᲑᲘᲣᲠᲝᲙᲠᲐᲢᲘ, ᲣᲛᲔᲢᲔᲡᲝᲑᲐ ᲛᲐᲗᲒᲐᲜᲘ ᲗᲥᲕᲔᲜᲡ ᲞᲐᲠᲢᲘᲐᲡᲗᲐᲜ ᲙᲐᲕᲨᲘᲠᲨᲘ ᲛᲧᲝᲤᲘ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ ᲛᲗᲔᲚᲘ ᲓᲦᲘᲡ ᲛᲐᲜᲫᲘᲚᲖᲔ ᲐᲠᲐᲤᲔᲠᲡ ᲐᲙᲔᲗᲔᲑᲔᲜ ᲒᲐᲠᲓᲐ ᲙᲝᲛᲞᲘᲣᲢᲔᲠᲨᲘ „SOLITAIRE”-ᲘᲡ ᲗᲐᲛᲐᲨᲘᲡᲐ, ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲕᲕᲐᲠᲐᲣᲓᲝᲑ.
ᲗᲥᲕᲔᲜ ᲠᲔᲒᲣᲚᲐᲠᲣᲚᲐᲓ ᲐᲡᲣᲑᲡᲘᲓᲘᲠᲔᲑᲗ ᲖᲝᲒᲘᲔᲠᲗ ᲡᲐᲡᲝᲤᲚᲝ-ᲡᲐᲛᲔᲣᲠᲜᲔᲝ ᲛᲝᲡᲐᲕᲐᲚᲡ, ᲠᲘᲗᲐᲪ ᲐᲮᲐᲚᲘᲡᲔᲑᲗ ᲤᲔᲠᲛᲔᲠᲔᲑᲡ ᲐᲬᲐᲠᲛᲝᲝᲜ ᲐᲠᲐᲛᲝᲛᲒᲔᲑᲘᲐᲜᲘ ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲔᲑᲘ.
ᲗᲥᲕᲔᲜ ᲥᲛᲜᲘᲗ ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ ᲡᲢᲔᲠᲘᲚᲣᲠ ᲡᲝᲪᲘᲐᲚᲣᲠ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲔᲑᲡ, ᲠᲘᲗᲐᲪ ᲢᲕᲘᲠᲗᲐᲓ ᲐᲬᲕᲔᲑᲘᲗ ᲑᲘᲣᲯᲔᲢᲡ ᲣᲖᲐᲠᲛᲐᲖᲐᲠᲘ ᲡᲔᲡᲮᲘᲗ; ᲧᲕᲔᲚᲐ ᲔᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ ᲐᲡᲣᲡᲢᲔᲑᲡ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲐᲡ ᲓᲐ ᲐᲦᲐᲠᲘᲑᲔᲑᲗ ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐᲡ ᲒᲠᲫᲔᲚᲕᲐᲓᲘᲐᲜ ᲞᲔᲠᲡᲞᲔᲥᲢᲘᲕᲐᲨᲘ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲗᲥᲕᲔᲜ ᲔᲡ ᲡᲣᲚᲐᲪ ᲐᲠ ᲒᲐᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲔᲑᲗ, ᲛᲐᲜᲐᲛ, ᲡᲐᲜᲐᲛ ᲑᲔᲜᲔᲤᲘᲪᲘᲐᲠᲔᲑᲘ ᲮᲛᲐᲡ ᲐᲫᲚᲔᲕᲔᲜ ᲗᲥᲕᲔᲜᲡ ᲞᲐᲠᲢᲘᲐᲡ ᲐᲠᲩᲔᲕᲜᲔᲑᲨᲘ.
ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲮᲔᲚᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲐᲨᲘ 10-ᲬᲚᲘᲐᲜᲘ ᲧᲝᲤᲜᲘᲡ ᲛᲐᲜᲫᲘᲚᲖᲔ, ᲐᲡᲝᲑᲘᲗ ᲐᲗᲐᲡᲘ ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲘ ᲔᲛᲘᲒᲠᲐᲪᲘᲐᲨᲘ ᲬᲐᲕᲘᲓᲐ. ᲮᲐᲚᲮᲘ ᲛᲮᲝᲚᲝᲓ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠᲘ ᲡᲘᲠᲗᲣᲚᲘᲡ ᲒᲐᲛᲝ ᲐᲠ ᲛᲘᲓᲘᲡ ᲔᲛᲘᲒᲠᲐᲪᲘᲐᲨᲘ; ᲮᲐᲚᲮᲘ ᲔᲛᲘᲒᲠᲐᲪᲘᲐᲨᲘ ᲛᲘᲓᲘᲡ ᲛᲐᲨᲘᲜᲐᲪ ᲙᲘ, ᲠᲝᲓᲔᲡᲐᲪ ᲘᲡᲘᲜᲘ ᲐᲠ ᲔᲜᲓᲝᲑᲘᲐᲜ ᲛᲗᲐᲕᲠᲝᲑᲐᲡ ᲓᲐ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲛᲝᲛᲐᲕᲚᲘᲡ ᲘᲛᲔᲓᲡ ᲙᲐᲠᲒᲐᲕᲔᲜ.
ᲡᲐᲛᲬᲣᲮᲐᲠᲝ ᲘᲡ ᲐᲠᲘᲡ, ᲠᲝᲛ ᲐᲠᲐ ᲛᲮᲝᲚᲝᲓ ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲐ ᲗᲐᲝᲑᲐ ᲐᲜ ᲛᲝᲡᲐᲮᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲦᲐᲠᲘᲑᲘ ᲜᲐᲬᲘᲚᲘ ᲛᲘᲓᲘᲡ ᲔᲛᲘᲒᲠᲐᲪᲘᲐᲨᲘ, ᲐᲠᲐᲛᲔᲓ ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲓᲐ ᲛᲐᲦᲐᲚᲐᲜᲐᲖᲦᲐᲣᲠᲔᲑᲐᲓᲘ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲘᲚᲘ ᲖᲔᲓᲐ ᲠᲒᲝᲚᲘᲡ ᲛᲔᲜᲔᲯᲔᲠᲔᲑᲘ ᲢᲝᲕᲔᲑᲔᲜ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲓᲐ ᲛᲘᲓᲘᲐᲜ ᲡᲐᲖᲦᲕᲐᲠᲒᲐᲠᲔᲗ ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝᲓ, ᲠᲐᲓᲒᲐᲜᲐᲪ ᲐᲦᲐᲠ ᲐᲥᲕᲗ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲛᲝᲛᲐᲕᲚᲘᲡ ᲠᲬᲛᲔᲜᲐ.
ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲐᲓᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲐᲪᲘᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲨᲘ ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ ᲬᲐᲠᲛᲐᲢᲔᲑᲣᲚᲘ ᲑᲘᲖᲜᲔᲡᲘ ᲒᲐᲮᲓᲐ ᲩᲔᲛᲝᲓᲜᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲧᲘᲓᲕᲐ.
ᲗᲥᲕᲔᲜ ᲨᲔᲥᲛᲔᲜᲘᲗ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲝᲪᲜᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲢᲔᲚᲘᲢᲘ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲝᲠᲒᲐᲜᲝ, ᲡᲐᲮᲔᲚᲐᲓ „ᲮᲐᲚᲮᲘᲡ ᲫᲐᲚᲐ“, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲧᲝᲕᲔᲚᲓᲦᲘᲣᲠᲐᲓ ᲘᲛᲔᲝᲠᲔᲑᲡ ᲐᲜᲢᲘ-ᲓᲐᲡᲐᲕᲚᲣᲠ ᲡᲚᲝᲒᲐᲜᲔᲑᲡ, ᲨᲔᲣᲠᲐᲪᲮᲧᲝᲤᲐᲡ ᲐᲧᲔᲜᲔᲑᲔᲜ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲓᲐᲡᲐᲕᲚᲔᲚ ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲔᲑᲡᲐ ᲓᲐ ᲛᲔᲒᲝᲑᲠᲔᲑᲡ ᲓᲐ ᲒᲐᲜᲡᲐᲙᲣᲗᲠᲔᲑᲘᲗ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲐᲛᲔᲠᲘᲙᲘᲡ ᲔᲚᲩᲡ, Ქ.-Ნ ᲓᲔᲒᲜᲐᲜᲡ.
ᲗᲥᲕᲔᲜ ᲛᲘᲖᲐᲜᲛᲘᲛᲐᲠᲗᲣᲚᲐᲓ ᲐᲜᲐᲓᲒᲣᲠᲔᲑᲗ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲢᲠᲐᲓᲘᲪᲘᲣᲚ ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲔᲑᲡ ᲓᲐᲡᲐᲕᲚᲔᲗᲗᲐᲜ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲘᲡ ᲒᲝᲜᲔᲑᲘᲡ ᲧᲝᲕᲔᲚᲓᲦᲘᲣᲠᲐᲓ ᲛᲝᲬᲐᲛᲕᲚᲘᲗ, ᲢᲧᲣᲘᲚᲔᲑᲘᲗᲐ ᲓᲐ ᲛᲐᲜᲘᲞᲣᲚᲐᲢᲝᲠᲣᲚᲘ ᲘᲛ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘᲗ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲡᲐᲪ ᲐᲕᲠᲪᲔᲚᲔᲑᲔᲜ „ᲮᲐᲚᲮᲘᲡ ᲫᲐᲚᲘᲡ“ ᲬᲔᲕᲠᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠᲘ ᲞᲐᲠᲢᲘᲘᲡ, ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲝᲪᲜᲔᲑᲘᲡ ᲚᲘᲓᲔᲠᲔᲑᲘ.
ᲗᲥᲕᲔᲜ ᲣᲑᲠᲐᲚᲝᲓ ᲪᲓᲘᲚᲝᲑᲗ, ᲠᲝᲛ ᲒᲐᲓᲐᲘᲢᲐᲜᲝᲗ ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲡᲐᲖᲝᲒᲐᲓᲝᲔᲑᲠᲘᲕᲘ ᲐᲖᲠᲘ ᲞᲠᲝ-ᲓᲐᲡᲐᲕᲚᲣᲠᲘᲓᲐᲜ ᲞᲠᲝ-ᲠᲣᲡᲣᲚᲖᲔ ᲘᲛ ᲘᲛᲔᲓᲘᲗ, ᲠᲝᲛ ᲔᲠᲗ-ᲝᲠ ᲬᲔᲚᲘᲬᲐᲓᲨᲘ ᲨᲔᲒᲔᲫᲚᲔᲑᲐᲗ ᲒᲐᲜᲐᲪᲮᲐᲓᲝᲗ, ᲠᲝᲛ, ᲠᲝᲒᲝᲠᲪ „ᲓᲔᲛᲝᲙᲠᲐᲢᲘᲣᲚᲘ ᲛᲗᲐᲕᲠᲝᲑᲐ“, ᲗᲥᲕᲔᲜ ᲛᲘᲧᲕᲔᲑᲘᲗ ᲣᲛᲠᲐᲕᲚᲔᲡᲝᲑᲘᲡ ᲐᲠᲩᲔᲕᲐᲜᲡ ᲓᲐ ᲠᲝᲛ ᲣᲛᲠᲐᲕᲚᲔᲡᲝᲑᲐᲡ ᲡᲣᲠᲡ ᲐᲠᲐ ᲓᲐᲡᲐᲕᲚᲔᲗᲘ, ᲐᲠᲐᲛᲔᲓ ᲠᲣᲡᲔᲗᲗᲐᲜ ᲓᲐᲐᲮᲚᲝᲔᲑᲐ.
ᲐᲚᲑᲐᲗ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐᲨᲘ ᲔᲠᲗᲐᲓᲔᲠᲗᲘ ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲐ ᲮᲐᲠᲗ, ᲠᲝᲓᲔᲡᲐᲪ ᲛᲗᲐᲕᲠᲝᲑᲐ ᲓᲐᲣᲛᲔᲒᲝᲑᲠᲓᲐ ᲝᲙᲣᲞᲐᲜᲢᲡ ᲓᲐ ᲖᲣᲠᲒᲘ ᲐᲥᲪᲘᲐ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠ ᲛᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲔᲑᲡ.
ᲔᲡ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲐᲠᲩᲔᲕᲐᲜᲘᲐ ᲓᲐ ᲔᲠᲗ ᲓᲦᲔᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲝᲐ ᲐᲜᲒᲐᲠᲘᲨᲕᲐᲚᲓᲔᲑᲣᲚᲘᲪ ᲒᲐᲮᲓᲔᲗ ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚ ᲮᲐᲚᲮᲗᲐᲜ; ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲔᲠᲗᲐᲓᲔᲠᲗᲘ, ᲠᲐᲪ ᲜᲐᲛᲓᲕᲘᲚᲐᲓ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲔᲡᲛᲝᲓᲔᲗ, ᲐᲠᲘᲡ ᲘᲡ, ᲠᲝᲛ 2020 ᲬᲚᲘᲡ ᲐᲠᲩᲔᲕᲜᲔᲑᲨᲘ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲡᲐᲞᲐᲠᲚᲐᲛᲔᲜᲢᲝ ᲣᲛᲠᲐᲕᲚᲔᲡᲝᲑᲐ ᲮᲐᲚᲮᲛᲐ ᲐᲘᲠᲩᲘᲐ ᲡᲠᲣᲚᲐᲓ ᲞᲠᲝ-ᲔᲕᲠᲝᲞᲣᲚᲘ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲘᲡ ᲡᲐᲤᲣᲫᲕᲔᲚᲖᲔ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲛᲐᲨᲘᲜ ᲬᲐᲠᲐᲓᲒᲘᲜᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲞᲐᲠᲢᲘᲘᲡ ᲗᲐᲕᲛᲯᲓᲝᲛᲐᲠᲔᲛ ᲓᲐ ᲓᲦᲔᲡᲓᲦᲔᲝᲑᲘᲗ ᲡᲠᲣᲚᲐᲓ ᲐᲠᲐᲚᲔᲒᲘᲢᲘᲛᲣᲠᲘᲐ, ᲕᲘᲜᲐᲘᲓᲐᲜ, ᲘᲛᲘᲡ ᲡᲐᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒᲝ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐᲡ ᲜᲔᲠᲒᲐᲕᲡ, ᲠᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲪ ᲗᲥᲕᲔᲜ ᲐᲒᲘᲠᲩᲘᲔᲡ.
ᲛᲝᲙᲚᲔᲓ, ᲠᲝᲛ ᲕᲗᲥᲕᲐᲗ, ᲗᲥᲕᲔᲜᲘ 10 ᲬᲔᲚᲘ ᲡᲠᲣᲚᲐᲓ ᲓᲐᲤᲣᲫᲜᲔᲑᲣᲚᲘᲐ ᲢᲧᲣᲘᲚᲡᲐ ᲓᲐ ᲡᲘᲪᲠᲣᲔᲖᲔ. ᲗᲥᲕᲔᲜ ᲛᲝᲐᲢᲧᲣᲔᲗ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲐᲛᲝᲛᲠᲩᲔᲕᲔᲚᲘ ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲘ ᲮᲐᲚᲮᲘ ᲓᲐ ᲖᲝᲒᲐᲓᲐᲓ, ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲡᲐᲖᲝᲒᲐᲓᲝᲔᲑᲐ.
ᲗᲥᲕᲔᲜ ᲘᲪᲠᲣᲔᲗ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲒᲐᲜᲖᲠᲐᲮᲕᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ, ᲠᲝᲛ ᲒᲡᲣᲠᲓᲐᲗ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝ ᲒᲔᲮᲘᲚᲐᲗ ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲡᲐ ᲓᲐ ᲜᲐᲢᲝᲨᲘ, ᲓᲘᲐᲮ, ᲗᲥᲕᲔᲜ ᲐᲥᲐᲛᲓᲔᲪ ᲓᲐ ᲐᲮᲚᲐᲪ ᲧᲕᲔᲚᲐᲤᲔᲠᲡ ᲐᲙᲔᲗᲔᲑᲗ, ᲠᲐᲪ ᲗᲥᲕᲔᲜᲡ ᲮᲔᲚᲨᲘᲐ, ᲠᲝᲛ ᲨᲔᲪᲕᲐᲚᲝᲗ ᲡᲐᲖᲝᲒᲐᲓᲝᲔᲑᲠᲘᲕᲘ ᲐᲖᲠᲘ ᲞᲠᲝ-ᲓᲐᲡᲐᲕᲚᲣᲠᲘᲓᲐᲜ ᲞᲠᲝ-ᲠᲣᲡᲣᲚᲖᲔ.
2018 ᲬᲚᲘᲡ ᲨᲔᲛᲝᲓᲒᲝᲛᲐᲖᲔ ᲡᲐᲞᲠᲔᲖᲘᲓᲔᲜᲢᲝ ᲐᲠᲩᲔᲕᲜᲔᲑᲘᲡ ᲝᲠ ᲠᲐᲣᲜᲓᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲢᲔᲚᲔᲕᲘᲖᲘᲘᲗ ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚ ᲮᲐᲚᲮᲡ ᲔᲕᲔᲓᲠᲔᲑᲝᲓᲘᲗ, ᲠᲝᲛ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲙᲐᲜᲓᲘᲓᲐᲢᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲮᲛᲐ ᲛᲘᲔᲪᲐ; ᲗᲥᲕᲔᲜ ᲛᲝᲐᲢᲧᲣᲔᲗ ᲘᲡᲘᲜᲘ, ᲠᲝᲓᲔᲡᲐᲪ ᲡᲗᲮᲝᲕᲔᲗ ᲗᲥᲕᲔᲜᲗᲕᲘᲡ ᲛᲝᲔᲪᲐᲗ ᲔᲠᲗᲘ ᲬᲔᲚᲘ ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲘᲡ ᲡᲠᲣᲚᲐᲓ ᲒᲐᲛᲝᲡᲐᲡᲬᲝᲠᲔᲑᲚᲐᲓ ᲓᲐ ᲙᲕᲚᲐᲕ ᲐᲠᲐᲤᲔᲠᲘ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲔᲗ.
ᲗᲥᲕᲔᲜ ᲛᲝᲐᲢᲧᲣᲔᲗ ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲘ ᲮᲐᲚᲮᲘ 2019 ᲬᲚᲘᲡ ᲘᲕᲜᲘᲡᲨᲘ, „ᲒᲐᲕᲠᲘᲚᲝᲕᲘᲡ ᲦᲐᲛᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ“, ᲓᲐᲞᲘᲠᲓᲘᲗ 2020 ᲬᲚᲘᲡ ᲡᲠᲣᲚᲐᲓ ᲞᲠᲝᲞᲝᲠᲪᲘᲣᲚ ᲐᲠᲩᲔᲕᲜᲔᲑᲡ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ, ᲞᲘᲠᲝᲑᲐ ᲘᲡᲔᲕ ᲓᲐᲐᲠᲦᲕᲘᲔᲗ.
ᲗᲥᲕᲔᲜ ᲛᲝᲐᲢᲧᲣᲔᲗ ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲘ ᲮᲐᲚᲮᲘ ᲓᲐ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲡᲐᲖᲝᲒᲐᲓᲝᲔᲑᲐ 2021 ᲬᲚᲘᲡ ᲐᲞᲠᲘᲚᲨᲘ „ᲨᲐᲠᲚ ᲛᲘᲨᲔᲚᲘᲡ ᲨᲔᲗᲐᲜᲮᲛᲔᲑᲘᲡ“ ᲮᲔᲚᲛᲝᲬᲔᲠᲘᲗ ᲓᲐ 3 ᲗᲕᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲒᲝᲛ ᲓᲐᲐᲠᲦᲕᲘᲔᲗ ᲨᲔᲗᲐᲜᲮᲛᲔᲑᲐ.
10 ᲬᲚᲘᲡ ᲛᲐᲜᲫᲘᲚᲖᲔ ᲐᲢᲧᲣᲔᲑᲓᲘᲗ ᲘᲜᲕᲔᲡᲢᲝᲠᲔᲑᲡ ᲓᲐ ᲑᲘᲖᲜᲔᲡᲛᲔᲜᲔᲑᲡ, ᲓᲐᲞᲘᲠᲓᲘᲗ ᲓᲘᲓ  ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲡ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ, ᲐᲛᲐᲕᲔ ᲓᲠᲝᲡ ᲐᲕᲘᲬᲠᲝᲔᲑᲓᲘᲗ ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝ ᲣᲬᲧᲔᲑᲘᲡ ᲛᲔᲨᲕᲔᲝᲑᲘᲗ, ᲠᲝᲓᲔᲡᲐᲪ ᲩᲐᲛᲝᲔᲠᲗᲕᲐᲗ ᲑᲘᲜᲐᲓᲠᲝᲑᲘᲡ ᲛᲝᲬᲛᲝᲑᲔᲑᲘ, ᲘᲜᲕᲔᲡᲢᲘᲪᲘᲔᲑᲘ, ᲛᲐᲗᲖᲔ ᲠᲔᲙᲔᲢᲘ ᲒᲐᲜᲐᲮᲝᲠᲪᲘᲔᲚᲔᲡ, ᲗᲐᲕᲡ ᲓᲐᲔᲡᲮᲜᲔᲜ ᲓᲐ ᲓᲐᲢᲝᲕᲔᲡ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝᲡ ᲛᲘᲔᲠ ᲛᲝᲢᲧᲣᲔᲑᲣᲚᲜᲘ ᲓᲐ ᲙᲐᲜᲝᲜᲘᲡ ᲬᲘᲜᲐᲨᲔ ᲡᲠᲣᲚᲐᲓ ᲓᲐᲣᲪᲕᲔᲚᲜᲘ.
ᲓᲐ ᲐᲮᲚᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲡ ᲛᲘᲔᲠ ᲓᲐᲜᲘᲨᲜᲣᲚᲘ ᲞᲠᲔᲛᲘᲔᲠ ᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲘ ᲘᲬᲕᲔᲕᲡ ᲣᲪᲮᲝᲔᲚ ᲘᲜᲕᲔᲡᲢᲝᲠᲔᲑᲡ ᲛᲠᲐᲕᲐᲚᲛᲘᲚᲘᲐᲠᲓ ᲓᲝᲚᲐᲠᲘᲐᲜᲘ ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ ᲛᲡᲮᲕᲘᲚᲘ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲡᲐᲓᲒᲣᲠᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲐᲡᲐᲨᲔᲜᲔᲑᲚᲐᲓ, ᲛᲐᲨᲘᲜ, ᲠᲝᲓᲔᲡᲐᲪ ᲗᲥᲕᲔᲜ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲐᲢᲣᲠᲐᲓ ᲣᲐᲠᲡ ᲐᲛᲑᲝᲑᲓᲘᲗ ᲓᲐᲒᲔᲪᲕᲐᲗ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ ᲔᲠᲝᲕᲜᲔᲑᲘᲡ ᲣᲪᲮᲝᲔᲚᲘ ᲘᲜᲕᲔᲡᲢᲝᲠᲔᲑᲘᲡᲐ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ ᲒᲔᲜᲓᲜᲔᲜ ᲓᲐ ᲮᲔᲚᲘ ᲛᲝᲐᲬᲔᲠᲔᲡ ᲗᲥᲕᲔᲜᲡ ᲛᲗᲐᲕᲠᲝᲑᲐᲡᲗᲐᲜ ᲛᲠᲐᲕᲐᲚᲛᲘᲚᲘᲐᲠᲓ ᲓᲝᲚᲐᲠᲘᲐᲜᲘ ᲰᲘᲓᲠᲝᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲡᲐᲓᲒᲣᲠᲔᲑᲘᲡ ᲐᲨᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲗᲐᲜᲮᲛᲔᲑᲐᲡ ᲓᲐ ᲐᲡᲝᲑᲘᲗ ᲛᲘᲚᲘᲝᲜᲘ ᲓᲝᲚᲐᲠᲘᲗ ᲐᲖᲐᲠᲐᲚᲔᲗ ᲘᲡᲘᲜᲘ.
10 ᲬᲚᲘᲐᲜᲘ ᲡᲘᲪᲠᲣᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ, ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲛᲭᲔᲠᲔᲑᲘᲡ, ᲒᲣᲚᲨᲔᲛᲐᲢᲙᲘᲕᲠᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲘᲛ ᲮᲐᲚᲮᲘᲡ ᲒᲐᲠᲓᲐ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ ᲯᲔᲠ ᲙᲘᲓᲔᲕ ᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝᲑᲔᲜ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲙᲝᲠᲣᲤᲪᲘᲣᲚᲘ ᲒᲐᲠᲘᲒᲔᲑᲔᲑᲘᲗᲐ ᲓᲐ „ᲒᲣᲚᲣᲮᲕᲝᲑᲘᲗ“, ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲓᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲛᲗᲐᲕᲠᲝᲑᲘᲡ ᲐᲦᲐᲠᲐᲕᲘᲡ ᲡᲯᲔᲠᲐ ᲥᲐᲠᲗᲣᲚ ᲓᲐ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲡᲐᲖᲝᲒᲐᲓᲝᲔᲑᲐᲨᲘ.
ᲗᲥᲕᲔᲜ ᲡᲠᲣᲚᲐᲓ ᲓᲐᲙᲐᲠᲒᲔᲗ ᲜᲓᲝᲑᲐ ᲓᲐ ᲔᲠᲗᲘ ᲠᲐᲪ ᲓᲐᲒᲠᲩᲐᲗ ᲐᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲐᲒᲠᲫᲝᲗ ᲜᲘᲡᲚᲨᲘ ᲡᲬᲠᲐᲤᲐᲓ ᲡᲘᲐᲠᲣᲚᲘ.
ᲞᲐᲢᲘᲕᲘᲡᲪᲔᲛᲘᲗ,
ᲤᲐᲓᲘ ᲐᲡᲚᲘ
3 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2022 ᲬᲔᲚᲘ”

 

ასე მიმართავს, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები